რა შეიძლება იყოს "გულის ფრიალის" მიზეზი და როგორ ვუმკურნალოთ მას - ენდოკრინოლოგის საინტერესო რჩევები

რა შეიძლება იყოს "გულის ფრიალის" მიზეზი და როგორ ვუმკურნალოთ მას - ენდოკრინოლოგის საინტერესო რჩევები

"გულის ფრიალი" ხალხში გავრცელებული გამოთქმაა, რომელიც გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებებს გამოხატავს. ამ შეგრძნებებს სხვადასხვა მიზეზი აქვს, რომლებიც კვალიფიციური სამედიცინო კვლევით უნდა დადგინდეს. როდის და რატომ იქცევა ჰორმონები გულის ფრიალის მიზეზად, ამის შესახებ ექიმი ენდოკრინოლოგი ლია გოგუა mkurnali.ge-ს ესაუბრა:

- ქალბატონო ლია, თქვენი, ექიმი ენდოკრინოლოგის, პრაქტიკაში როდის უჩივიან პაციენტები გახშირებულ გულისცემას ან გულის ფრიალს?

- გულის ფრიალი სუბიექტური სიმპტომია, რომელსაც შესაძლოა უჩიოდეს როგორც სავსებით ჯანმრთელი ადამიანი, ისე ავადმყოფიც. იმ დაავადებათა სია, რომლებსაც გულის ფრიალი ახლავს თან, საკმაოდ ვრცელია. ენდოკრინოლოგიური კუთხით, ეს სიმპტომი შესაძლოა შეინიშნებოდეს ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების პათოლოგიის დროს, კლიმაქტერიულ და მენსტრუაციამდელ პერიოდში, მოზარდ ასაკში, შაქრიანი დიაბეტის დროს და სხვა. გულისცემის გახშირებას და გულის ფრიალს თითქმის ყოველთვის ახლავს თან სხვა არასასიამოვნო სიმპტომებიც: თავბრუხვევა, ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, გულის რევა, ღებინება, გულის წასვლა.

- ბრძანეთ, რომ გულის ფრიალი მოზარდ ასაკშიც შინიშნება. რისი ბრალია ეს?

- მოზარდ ასაკში ეს ფუნქციური მდგომარეობა ვლინდება ზრდის ტემპის, სხეულისა და გულ-სისხლძარღვათა სისტემის განვითარებას შორის კოორდინაციის დარღვევისას, ასევე - ნერვული და ჰორმონული რეგულაციის ცვლილებისას. ასეთი პაციენტების კლინიკური და ინსტრუმენტული გამოკვლევისას პათოლოგიის გამოვლენა ხშირად ვერ ხერხდება.

- ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის რომელი პათოლოგიების დროს შეინიშნება გულის ფრიალი?

- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებიდან გულისცემის გაძლიერება თან ახლავს თირეოტოქსიკოზს. მსუბუქი თირეოტოქსიკოზის დროს გულისცემის სიხშირე წუთში 100-ს შეადგენს, ხოლო საშუალო სიმძიმის ფორმების დროს - დაახლოებით 120-ს. უკანასკნელ შემთხვევაში აღინიშნება რეგულარული ტაქიკარდია. თირეოტოქსიკოზის დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ჭარბად ხვდება სისხლში და ძლიერდება მათი ნორმალური ეფექტი - რამდენიმეჯერ იმატებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა. თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიებიდან გულისცემის გახშირება ახასიათებს ფეოქრომოციტომას. მას თან ახლავს ორთოსტატიკური ტაქიკარდია: გულისცემის სიხშირე წუთში 20 დარტყმით და მეტით იმატებს სხეულის ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას.

- შაქრიანი დიაბეტის დროს რა იწვევს გულის ფრიალს?

- გულის ფრიალი და, საზოგადოდ, გულის რიტმის დარღვევა შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც თავად დიაბეტით, ისე მისი თანმხლები დაავადებებითაც. ამ დარღვევების ხასიათიც სხვადასხვაა.

ახალგაზრდებთან შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივი მიმდინარეობისას გულის ფრიალი ხშირად დიაბეტური ავტონომიური ნეიროპათიითაა განპირობებული. ეს არის დიაბეტის გართულება, რომლის დროსაც სისხლში შაქრის ხანგრძლივი მომატების შედეგად ზიანდება გულის სისხლძარღვები და ნერვები. სწორედ ამ ნერვების დაზიანებას უკავშირდება გულის რიტმის დარღვევა, რომელიც სინუსური ტაქიკარდიით მჟღავნდება. მოსვენების დროსაც კი გულისცემის სიხშირე წუთში 90-100-ს, ზოგჯერ 130-საც კი აღწევს.

ეს მდგომარეობა მოითხოვს სპეციალურ კვლევას ფუნქციური სინჯებით გულის ნერვული რეგულაციის შესაფასებლად.

შაქრიანი დიაბეტის დროს გულის ფრიალის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს დიაბეტური მიოკარდიოდისტროფია. ის განპირობებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, რომელსაც, თავის მხრივ, ინსულინის დეფიციტი და უჯრედის მემბრანიდან გულის კუნთის უჯრედებში გლუკოზის მიწოდების მოშლა განაპირობებს...განაგრძეთ კითხვა

"ვემუდარები და ვთხოვ მოქალაქეებს, ნუ დამალვთ და აღიარეთ ვისთან გქონდათ კონტაქტი" - ქართველი ექიმის მიმართვა

LIVE: გადაცემა "სპორტალი" - ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აკა მეტრეველი

როგორ ებრძვის საქართველო დასავლურ ქვეყნებზე წარმატებულად კორონავირუსს - რას წერს ცნობილი გამოცემა