ავტორი:

ყველაზე გამორჩეული ხელნაკეთი კალმების 5 ბრენდი - რას გვთავაზობს ქართული ბაზარი?

ყველაზე გამორჩეული ხელნაკეთი კალმების 5 ბრენდი - რას გვთავაზობს ქართული ბაზარი?

კალამი მის მფლობელზე მრავლისმთქმელია. სწორედ ამიტომ ცდილობენ კალმების მწარმოებლები, შექმნან უნიკალური და ძვირფასი პროდუქტები, რომლებსაც მომავალი მფლობელები მოუთმენლად დაელოდებიან და მათი ფლობით იამაყებენ.

მსოფლიოში კალმების მწარმოებელი რამდენიმე ბრენდია, რომელთა სახელებიც ყველამ იცის და მათი ფლობის პრივილეგია მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს აქვთ. სწორედ ასეთებს წარმოგიდგენთ ახლა:

Ferrari da Varese Pens - მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდი, რომლის კალმებიც უძვირფასესი საჩუქარია. კომპანია მილანის ჩრდილოეთით შვეიცარიის საზღვრიდან რამდენიმე მილის მოშორებით მდებარეობს პატარა ქალაქი ვარეზე. სწორედ აქ, ერთი დეკადის წინ მარიო ფერარიმ დაწყო კალმების გაკეთება. ბრენდს ახლა საგვარეულოს მეორე თაობა მართავს და საკმაოდ წარმატებითაც.

Ferrari da Varese Pens-ის კალმები არა მხოლოდ კონტინენტზე, არამედ მსოფლიო მასშტაბით უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ამჟამად კალმების წარმოების ნაწილი გერმანიაში ხდება, ნაწილი კი - მის სამშობლოში.

ბრენდი იმით არის გამორჩეული, რომ მისი ხელნაკეთი კალმები ძვირფასთან ერთად, მეტად რომანტიკულიცაა. სწორედ ამიტომ, როცა გინდათ, რომ თქვენი საჩუქარი განსაკუთრებული და გამორჩეული იყოს, სწორედ ამ ბრენდს უნდა მიმართოთ.

Caran d'Ache Pens - ბრენდი 1924 წელს არნოლდ შვაითზერმა შექმნა. კალმები ხელით იქმნება. ბრენდის შემქმნელები ცდილობენ, ძვირფასი კალმებით ხელით წერის კულტურა შეინარჩუნონ. ამ ბრენდის კალმების დიდ უმეტესობას სამუდამო გარანტია აქვს. ეს კი უკვე ავტომატურად მის ხარისხსა და თვისებებზე მეტყველებს.

ბრენდის სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ შვეიცარიული საათების წარმოების ხარისხი და დონე შეინარჩუნონ. Caran d'Ache Pens-ის კალმები განსაკუთრებული ხარისიხის პარალელურად, სრულიად უნიკალური დიზაინითაც გამოირჩევიან. ბრენდი ორი მიმართულებით - კლასიკური და თანამედროვე კალმების შექმნაზე მუშაობს. წარმოების პროცესში ხშირად გამოიყენებენ ოქროს.

Waldmann - კომპანიის ისტორია 1918 წელს იწყება. ეს არის ბრენდი, რომელიც წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და აღსანიშნავია ისიც, რომ მისი პროდუქცია საქართველოშიც იყიდება. მის სახელს უკავშირდება პირველი 2 და 4 ფერიანი კალამი. აღნიშნული სისტემა სწორედ Waldmann-მა დააპატენტა.

ამ ბრენდის ყველა კალამი მოვერცხლილია 925 სინჯიანი ვერცხლით. არსებობს ექსკლუზიური მოოქროვილი მოდელებიც. თავისი ისტორიის მანძილზე ბრენდი კალმების დამზადების უნიკალური მეთოდით მუშაობს და ის დღემდე შეუცვლელია.

საქართველოში Waldmann-ის ბრენდის კალმების შეძენა "ბიბლუსი გალერეებშია" შესაძლებელი (ჭავჭავაძის 7, კანდელაკის 7), სადაც სურვილისამებრ უნიკალურ კალმებზე გრავირებასაც გთავაზობენ.

Montegrappa -1912 წლიდან Montegrappa იტალიის ისტორიის ნაწილია. ეს არის კალმების მწარმოებელი პირველი იტალიური კომპანია, რომელიც დღეს მსოფლიო მასშტაბით მეტად პოპულარული და პრესტიჟული ბრენდია. Montegrappa-ს კალმები საოცრად დახვეწილია და წერის დროს მის მფლობელს განსაკუთრებულ ემოციებს უღვიძებს.

კალამმა შექმნისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა და ის მალე საწერი კალმიდან გარდაიქმნა აქსესუარად, რომელიც მის მფლობელზე ბევრს ამბობდა. მრავალფეროვანი დიზაინის მიუხედავად არის გარკვეული შტრიხები, რომელიც ამ ბრენდის ყველა მოდელს აქვს და მისი ამოცნობის საშუალებას იძლევა. კალმების საწარმოებლად ოქროსა და ვერცხლის მასალას იყენებენ.

A S.T. Dupont - ეს არის ფრანგული ბრენდი, რომელიც მე-19 საუკუნიდან არსებობს. კალმების პრესტიჟულობას მათი უნიკალური დიზაინი განაპირობებს. შემქმნელები თითოეულ წვრილმანს დიდ ყურადღებას აქცევენ და სწორედ ამის შედეგია, რომ საბოლოო პროდუქტი მეტად დახვეწილი და გამორჩეულია.

ბრენდი იმითაც არის ცნობილი, რომ სამეფო ოჯახების წარმომადგენლები, დადგვაროვნები და ცნობილი სახეები ხსირად სწორედ Dupont-ის კალმებს იყენებენ. კომპანია კლასიკურის პარალელურად, სრულიად ექსტრავაგანტულ კალმებსაც ქმნის.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის