ავტორი:

#აჩუქეწიგნი - როგორ ავარჩიოთ საუკეთესო საჩუქარი, ჰობისა და ინტერესების მიხედვით

#აჩუქეწიგნი - როგორ ავარჩიოთ საუკეთესო საჩუქარი, ჰობისა და ინტერესების მიხედვით

რა არის უნივერსალური საჩუქარი, რომლის ადრესატსაც ის აუცილებლად მოეწონება? ეს წიგნია - საჩუქარი, რომელიც შეგიძლია ნებისმიერი გემოვნებისა და ინტერესების მქონე ადამიანს მისი ჰობის მიხედვით შეურჩიო და აჩუქო, თან დარწმუნებული იყო, რომ ამით მას გააბედნიერებ.

დათო ტურაშვილი, მწერალი:

„ბევრი წიგნი მახსოვს, რომელიც მაჩუქეს. თუმცა მე ის უფრო მიყვარს, მე რომ ვჩუქნი წიგნს. მთელ საქართველოში სოფელ-სოფელ დავდივარ და ყველას ვჩუქნი ხოლმე. ძალიან მსიამოვნებს ეს პროცესი. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი საჩუქარი კი ჩემთვის აღმოჩნდა ასტრიდ ლინდგრენის „მაწანწალა რასმუსი“, რომელიც მამაჩემმა ჯერ კიდევ მაშინ მაჩუქა, როცა კითხვა არ ვიცოდი. ბევრმა წიგნმა იქონია დიდი გავლენა ჩემზე, მაგრამ ეს არის სრულიად განსხვავებული. „მაწანწალა რასმუსი“ არის პირველი ყველაზე შთამბეჭდავი წიგნი, რომლის გამოც სრულიად სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. ეს არის წიგნის სამყარო, რომელსაც მერე ვეღარასდროს მოვწყდი. მინდა მამაჩემს კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა ამ განსაკუთრებული საჩუქრისთვის.“

დრო მიდის, საზოგადოება ვითარდება, ადამიანები იცვლებიან, თუმცა უცვლელი რჩება ერთი რამ. ადამიანებს უყვართ კითხვა, ახალი სამყაროს აღმოჩენა, ახალი ემოციები და შთაბეჭდილებები. ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც წიგნიდან ვიღებთ ცხოვრებას გვიმარტივებს, ზოგს სირთულეების გადალახვაში ეხმარება, ზოგს კი პროფესიულ განვითარებაში უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ არის წიგნი უნივერსალური საჩუქარი. თუმცა წიგნის ჩუქებისას მნიშვნელოვანია, რომ ადრესატის ინტერესები გაითვალისწინოთ.

ჩვენ გირჩევთ რამდენიმე ბესტსელერს, რომელიც თქვენს ახლობლებსა და მეგობრებს მათი ჰობის მიხედვით შეიძლება აჩუქოთ.

შემეცნებითი წიგნების მოყვარულთათვის:

  • საქართველო - რასაც არწივები ხედავენ
  • გეოგრაფია - მოსწავლის დიდი ენციკლოპედია
  • 8000 საოცარი ფაქტი

მათთვის, ვინც მუდმივად კარიერულ განვითარებაზე ფიქრობს:

  • დიდი წიგნი ბიზნესზე
  • დიდი წიგნი ფილოსოფიაზე

ღვინის მოყვარულთათვის:

  • ღვინის დიდი ენციკლოპედია

ცხოველების მოყვარულთათვის:

  • ცხოველების ენციკლოპედია

მათთვის, ვინც დაინტერესებულია ისტორიით:

  • საქართველოს ისტორია (ოთხტომეული)

მათთვის, ვისაც უყვარს ბაღში ფუსფუსი:

  • მწვანე მეურნის ენციკლოპედია
  • ყველაფერი მებაღეობის შესახებ

მათთვის, ვისაც გემრიელი კერძების მომზადება უყვარს:

  • ტაფაზე მომზადებული კერძები
  • ნამცხვრები (50-ზე მეტი უნიკალური რეცეპტი)
  • წიგნი ბურგერები

ბავშვებისთვის:

  • ცოდნის ყუთი - ვიწყებთ სწავლას
  • ეზოპეს 200 იგავი
  • 100 ბიბლიური ამბავი ბავშვებისთვის

შეგახსენებთ, ზემოთ ჩამოთვლილი წიგნების შეძენა მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსშია" შესაძლებელი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს