ავტორი:

ტრაპიზონში ავარიის დროს 3 ქართველი დაშავდა: "მგზავრების ნაწილი ამბობს, რომ მძღოლი ტელეფონზე საუბრობდა, ნაწილის თქმით - ჩაეძინა"

ტრაპიზონში ავარიის დროს 3 ქართველი დაშავდა: "მგზავრების ნაწილი ამბობს, რომ მძღოლი ტელეფონზე საუბრობდა, ნაწილის თქმით - ჩაეძინა"

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაშავებულები ქალაქ ტრაპზონში საავადმყოფოში არიან მოთავსებული, მათგან საქართველოს ერთი მოქალაქე რეანიმაციულ განყოფილებაშია.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებთანაც მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.

„ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მიკროავტობუსი ცენტრალურ გზაზე მოძრაობისას გადაბრუნდა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაშავდა, მათ შორის საქართველოს სამი მოქალაქე. ორი ქართველის მდგომარეობა შედარებით მძიმეა - ისინი ცოლ-ქმარი არიან. ქმარი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ოპერაცია ჩაუტარდა. მეუღლეს სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება, მას მრავალეტაპიანი ოპერაცია ესაჭიროება. რაც შეეხება მკურნალობის ხარჯებს, გადაუდებელ შემთხვევაში თურქეთის სახელმწიფო პასუხისმგებლობას სრულად იღებს" - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

საქართველოს გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაცაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, რომ მიკროავტობუსში მძღოლის ჩათვლით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ და ისინი თურქეთში სეზონური სამუშაოსთვის მიდიოდნენ.

"გენერალური საკონსულოს ჯგუფები იმყოფებიან პოლიციაში, სადაც საქართველოს 17 მოქალაქე და 1 მძღოლი იმყოფება. მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და ისინი აძლევენ ჩვენებებს. ჩვენი მეორე ჯგუფი იმყოფება საავადმყოფოში, სადაც ცოლ-ქმარია მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში შედარებით მძიმე, მაგრამ სტაბილური მდგომარეობით. მათ უტარდებათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება ტრაპზონის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

სახელმწიფო საავადმყოფოში იმყოფება საქართველოს ერთი მოქალაქე, რომლის მდგომარეობაც შედარებით მსუბუქია. ამ ადამიანების ტრანსპორტირებისთვის საქართველოდან ჩამოვიდა გამართული მიკროავტობუსი და ეს 17 ადამიანი დაბრუნდება ქვეყანაში. მძღოლი დაკავებულია ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით. იგი იმყოფება წინასწარი პატიმრობის იზოლატორში. მისი ბრალი დამძიმდება ან გაათავისუფლებენ იქიდან გამომდინარე, თუ რა ჩვენებებს მისცემენ საქართველოს დაზარალებული მოქალაქეები. ჩვენებებში მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ მძღოლი საუბრობდა მობილური ტელეფონით, ხოლო ნაწილი ამბობს, რომ მძღოლს შესაძლოა დაეძინა“ - განაცხადა მიქაცაძემ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია