ავტორი:

"8 თვის ბავშვი ლამის კისერში გადატეხა!"- აღმზრდელი, რომელიც კადრებში ჩანს, ბაღიდან გაათავისუფლეს

"8 თვის ბავშვი ლამის კისერში გადატეხა!"- აღმზრდელი, რომელიც კადრებში ჩანს, ბაღიდან გაათავისუფლეს

ბაღის აღმზრდელი, რომელიც „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში 8 თვის ბავშვს უხეშად ეპყრობა, სამსახურიდან გათავისუფლებულია. ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, რომ კადრები თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საბავშვო ბაღ „პირველ ნაბიჯშია“ გადაღებული. ბავშვი კი, რომელსაც ძიძა უხეშად აჯანჯღარებს, მისი 8 თვის დისშვილია.

„ქვედა ეკრანზე თქვენ ხედავთ ჩემს დისშვილს, რომელიც არის 8 თვის... მივიყვანეთ ბაგა ბაღში გამოუვალი მდგომარეობის გამო, რომელიც მდებარეობს თბილისში, დიდ დიღომში. ელენიკოს ექცევა "ამღზრდელი" უკანასკნელად, ბავშვს იმხელაზე გადააგდებინა თავი უკან, ლამის კისერში გადატეხა. რა უნდა დაგიშავოს 8 თვის ბავშვმა, გამაგებინეთ, რომ ასე მოექცეს “ადამიანი”, - წერს პოსტის ავტორი.

ნახეთ ვიდეო : სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, როგორ ექცევა ბაღის აღმზრდელი 8 თვის ბავშვს - "ბავშვს იმხელაზე გადააგდებინა თავი, ლამის კისერში გადატეხა"

palitravideo.ge-ს ბაღის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ვიდეომასალა, რომელშიც, მათი თქმით, აღმზრდელი ბავშვს აჯანჯღარებს, მშობლებს თავად მიაწოდეს.

„ჩანაწერი, რომელიც მშობელს ჰქონდა, მივაწოდეთ ჩვენ, რათა შესაბამისი რეაგირება მოეხდინა. ბაღის თანამშრომელი იმავე დღეს გავათავისუფლეთ. შესაბამისი ზომები მივიღეთ და მივაწოდეთ პოლიციას. შემთხვევა მოხდა 8 აგვისტოს“, - განაცხადეს საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაში.