ავტორი:

ადვოკატი - მალხაზ კობაური ამტკიცებს, რომ სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია, რის დასამტკიცებლადაც ექსპერტიზა ჩატარდება

ადვოკატი - მალხაზ კობაური ამტკიცებს, რომ სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია, რის დასამტკიცებლადაც ექსპერტიზა ჩატარდება

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამტკიცებს, რომ სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია.

როგორც კობაიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აქედან გამომდინარე მალხაზ კობაურს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„ჩვენ ვაპირებთ ჩავატაროთ ექსპერტიზა, არის თუ არა კობაური ვაჟიშვილი. ის აცხადებს, რომ სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია. შესაბამისად, არანაირ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. ერთ-ერთი ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა კობაურის სპერმა. კობაურს აქვს პოზიცია, ჩატარდეს ექსპერტიზა, არის თუ არა ვაჟიშვილი და ამბობს, რომ ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა მისი სპერმა გარდაცვლილის სხეულში. ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდება“, - განაცხადა კობაიძემ.

"დაიწყო ჩემზე თავდასხმა, დავაანონსე რომ ასეც იქნებოდა" - ბრალდებული არასრულწლოვნის მამის ინფორმაციით, მათ სახლში ჩხრეკა ჩატარდა

თბილისში 37 წლის მამაკაცი გაიტაცეს - პოლიციამ 5 ბრალდებული იმ დროს დააკავა, როცა გატაცებული ქობულეთში გადაჰყავდათ

"სხვა სული ჩამისახლდა, უცნაური ხილვები მაქვს... ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაც მეძებს" - "კანიბალიზმის საქმეზე" მსჯავრდებული ექსტრასენსს ეძებს