ავტორი:

აჭარა პოლონელი ჟურნალისტების ობიექტივში მოექცა

აჭარა პოლონელი ჟურნალისტების ობიექტივში მოექცა

აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს პოლონელი ჟურნალისტები ამზადებენ. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდნენ. პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი და მთიანი აჭარა დაათვალირეს. ისინი ასევე, გაეცნენ ქართულ ფოლკლორსა და ადგილობრივ სამზარეულოს.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში სამიზნე ქვეყნებიდან 25-მდე პრეს და ინფოტური განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც აჭარის ტურისტულ პოტენციალს წამყვანი მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები გაეცნენ.

პოლონეთი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს გარე რეკლამის, ონლაინ რეკლამისა და სხვა სარეკლამო არხების გზით. მზარდია პოლონეთიდან აჭარაში მოგზაურების რაოდენობაც. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, პოლონეთიდან აჭარაში მოგზაურების ვიზიტები 25%-ითაა გაზრდილი.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი