ავტორი:

ზუზუ ბეჟაშვილი კორპუსში, სადაც მისი ცხედარი იპოვეს, სტუმრად იმყოფებოდა

ზუზუ ბეჟაშვილი კორპუსში, სადაც მისი ცხედარი იპოვეს, სტუმრად იმყოფებოდა

დოლიძის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი იმ კორპუსში არ ცხოვრობდა, სადაც გარდაცვლილი იპოვეს.

მათივე ინფორმაციით, მსახიობი სტუმრად იმყოფებოდა, ლიფტში შესვლისას კი შეუძლოდ გახდა. ზაზა ბეჟაშვილის ცხედარი ლიფტში ერთ-ერთმა ადგილობრივმა იპოვა.

“პოლიცია როდესაც მოვიდა და მკითხა, მერე გამოვიხედე. თქვეს, რომ გვამი იპოვეს. სხვა არაფერი ვიცი“, - განაცხადა იმ კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, სადაც მსახიობის ცხედარი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. მსახიობის გარდაცვალების მიზეზს სწორედ ექსპერტიზა დაადგენს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: რა იციან დოლიძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა "ზუზუს" გარდაცვალებაზე? - მსახიობი კორპუსში, სადაც ცხედარი იპოვეს, სტუმრად იმყოფებოდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი