ავტორი:

ძლიერი წვიმის გამო თბილისში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა

ძლიერი წვიმის გამო თბილისში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო დედაქალაქში ზოგიერთ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადის გამო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოძრაობა, ასევე დროებით აიკრძალა ვაკე-საბურთალოს რაიონში უნივერსიტეტის ქუჩაზე „მაღლივი კორპუსის“ მიმართულებით. გზებზე არსებული შეზღუდვები ამინდის გაუმჯობებისთანავე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება",- ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი