ავტორი:

"ტერაბანკმა" საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკის მონაწილეები სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა

"ტერაბანკმა" საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკის მონაწილეები სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა

"ტერაბანკმა" საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკის შედეგები შეაჯამა და გამორჩეულ "ტერა ბაიკერებს" საჩუქრად ველოსიპედები გადასცა. ჯილდო კამპანიის 8 მონაწილემ სხვადასხვა ნომინაციაში მიიღო. მათ შორის იყვნენ ყველაზე პირველი, აქტიური, გაბედული, უფროსი ასაკის, ერთგული, უიღბლო და სპორტული ტერა ბაიკერები.

"ტერაბანკის" საზაფხულო კამპანია "ტერა ბაიკი", რომელიც მიზნად ველოსიპედით სიარულისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას ისახავდა, 15 აგვისტოს დასრულდა. მის ფარგლებში კი, ბანკის არსებულ თუ ახალ მომხმარებლებს ტერაბანკის ველოსიპედებით სარგებლობა თბილისში სრულიად უფასოდ შეეძლოთ. ზაფხულის განმავლობაში, ტერაბანკის 5 ფილიალთან სპეციალური ველოსადგომები იყო მოწყობილი. სადგომიდან ველოსიპედის გასაყვანად კი მსურველებს მხოლოდ ტერა ბაიკის ბარათი სჭირდებოდათ, რომელსაც ისინი ასევე უფასოდ იღებდნენ.

როგორც ტერაბანკში აცხადებენ, კამპანიას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, "ტერა ბაიკერების" რაოდენობამ კი მოლოდინს გადააჭარბა.

“გვინდოდა, კამპანია ერთდროულად სახალისო, ინტერაქტიული, პოზიტიური ცვლილებების მომტანი და ზოგადად ქალაქისთვისაც მნიშვნელოვანი ინიციატივა ყოფილიყო. მოხარულები ვართ, რომ მას "ტერა ბაიკერების" სახით ბევრი თანამოაზრე გამოუჩნდა. ვფიქრობთ, მათ თავიანთი აქტიური ჩართულობით აჩვენეს, რომ თბილისი მართლაც შეიძლება ველოსიპედების ქალაქად იქცეს. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას სამომავლოდაც გავაგრძელებთ“, - აღნიშნავს ტერაბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ქოქოსაძე.

აღსანიშნავია, რომ კამპანიის ფარგლებში, "ტერაბანკის" ინიციატივით, მოსახერხებელი, მოკლე და უსაფრთხო მარშრუტებიც შეიქმნა. პროფესიონალი ბაიკერების დახმარებით, მომზადდა სპეციალური გზამკვლევები, რომლებიც ველოსიპედის მოყვარულებს თბილისის მასშტაბით კომფორტულად გადაადგილებაში ეხმარება და აჩვენებს, რომ ეფექტიანი მარშრუტის შემთხვევაში, ველოსიპედით სიარული თბილისშიც მარტივია. მარშრუტების ნახვა მალე ტერაბანკის ვებგვერდზეც www.terabank.ge იქნება შესაძლებელი.

საზაფხულო კამპანია "ტერა ბაიკი" 12 ივნისს დაიწყო და იგი თბილისის მასშტაბით მიმდინარეობდა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი