ავტორი:

სამი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - რაჭაში ავტომობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა

სამი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - რაჭაში ავტომობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა

ამბროლაური-ჭრებალოს გზაზე, სოფელ სადმელში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა აცნობა, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდნის შემდეგ კაკლის ხეს შეეჯახა.

ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავებულია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც. სხვა დეტალები ზუსტდება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია