ავტორი:

რამდენად იქირავებენ სტუდენტები ბინას თბილისში

რამდენად იქირავებენ სტუდენტები ბინას თბილისში

თბილისი ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე ბინების დაქირავების თუ გაქირავების საკითხი აქტიურდება. იმის გამო, რომ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების დიდი ნაწილი სწორედ თბილისში მდებარეობს, ამიტომაც სტუდენტების უმეტესობა განათლების მისაღებად საცხოვრებლად მინიმუმ 4 წლით თბილისში გადადის.

რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებს სწავლის გადასახადის გარდა დამატებით საცხოვრებელ ადგილის პოვნა და მისთვის შესაბამისი ფინანსების მოძიება უწევს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს ბინის დაქირავება თბილისის სხვადასხვა უბანში და სტუდენტები საცხოვრებლად რომელ უბანს ირჩევენ.

SAQME.GE-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში მხოლოდ ერთი ოთახის დაქირავება კერძო სახლში ან ბინაში 150-250 ლარის ფარგლებშია და მისი ფართობი 15-20 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

რაც შეეხება ზოგადად ფასებს, ერთოთახიანი ბინის დაქირავება 250-400 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. ამ კატეგორიაში უბნების მიხედვით გასაქირავებელი ბინების რაოდენობა ასეთია: ისანი-სამგორი - 180, ვაკე-საბურთალოზე - 100, გლდანი-ნაძალადევი - 350, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში - 88.

400-550 ლარამდე ქირავდება შედარებით კეთილმოწყობილი 1 და 2 ოთახინი ბინები. ამ კატეგორიაში ვაკე-საბურთალოზე - 460 განცხადებაა, ისანი-სამგორი - 400, გლდანი-ნაძალადევი - 400, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში - 220 განცხადება ფიქსირდება. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი