ავტორი:

როგორი ამინდი გველის აგვისტოს ბოლო დღეებში - ნახეთ სინოპტიკოსების პროგნოზი

როგორი ამინდი გველის აგვისტოს ბოლო დღეებში - ნახეთ სინოპტიკოსების პროგნოზი

27-29 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +29, +31 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აგვისტოს დღის საათებში ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.

27-30 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი