ავტორი:

1941-1944 წლებში, ტყვეთა ბანაკში "დულაგი-100" დაღუპული ქართველების ახალი სია

1941-1944 წლებში, ტყვეთა ბანაკში "დულაგი-100" დაღუპული ქართველების ახალი სია

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ტყვეთა ბანაკში „დულაგი-100’’ დაღუპული ქართველების სიას აქვეყნებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ვლადიმერ იმნაძის სახელზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტიდან წერილი მოვიდა, რომელიც მოიცავდა 1941-44 წლებში, რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ტყვეთა ბანაკში „დულაგი-100“ დაღუპული პირების შესახებ ინფორმაციას. 1067 სამხედრო მოსამსახურეთა შორის, 12 საქართველოს მოქალაქეა.

„ვაქვეყნებთ დაღუპულთა სიას. შთამომავლობისთვის, ვფქირობთ, ეს სიები მნიშვნელოვანია წინაპართა საბოლოო განსასვენებლის დადგენისა და მათთვის პატივის მისაგებად.

1. ათოშვილი ლეონ – დაბადების თარიღი: 1907 წელი. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, გორის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში 23.03. 43წ. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58, აღწერა 977532, საქმე 110.

2. კალენჯან ნეშენ (ნეშან) – დაბადების თარიღი: 1906 წელი, დაბადების ადგილი: აფხაზეთის ასსრ, გაგრის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში 22.03.1943წ. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58, აღწერა 977532, საქმე 110.

3. ქანთარია გიორგი – დაბადების თარიღი1919 წელი. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ზუგდიდის რაიონი. სამხედრო წოდება – რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში – 13.02. 1942წ. დაკრძალულია – ქ. პორხოვში (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან)

4. კვერეხაძე ივანე – დაბადების თარიღი: 1921წელი. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ვანის რაიონი, სოფ. ზეხმანტა. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში 20.02. 1942წ. დაკრძალულია: ქ. პორხოვში, (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977521, საქმე 2217

5. კაჭლამაზაშვილი (სავარაუდოდ, კოჭლამაზაშვილი) ილია – დაბადების თარიღი: 1919 წელი. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ქვემო დოგვი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში. დაკრძალვის ადგილი: ქ. პორხოვი, რუსეთი, რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532; საქმე 98

6. მერნამიძე ჩიტა – დაბადების თარიღი: 1904 წელი. დაბადების ადგილი“ საქართველოს სსრ, გორის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში, 23.03.1943წ. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532. საქმე 110

7. მიკოშვილი პეტრე – დაბადების თარიღი: 1924 წ (ან 1914წ) დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ასპინძის რ-ნი, ხისობაური (სავარაუდოდ, ხიზაბავრა) სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა 23.01.1943წ. ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ. პორხოვში, რუსეთი (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532. საქმე 110

8. ტეგატაშვილი (ან თეგეთაშვილი) დავით – დაბადების თარიღი: 1914 წელი. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, გორის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი; დაიღუპა 26.11.1942 წ ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ.პორხოვში, აღმოსავლეთი ყაზარმა (რუსული სასაფლაო) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977527. საქმე 144.

9. ჩებაჩუნინ მიხეილ – დაბადების თარიღი: 1921 წელი. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ,ორჯონიკიძის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ. პორხოვში, რუსეთი (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532, საქმე. 98. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58, აღწერა 977521, საქმე 2163

10. ჩიხლაძე – დაბადების თარიღი: 1900 წელი. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ქ. თბილისი. სამხედრო წოდება – რიგითი. დაიღუპა 24.01.1943. ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ. პორხოვში, რუსეთი (რუსული სასაფლაო, აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532, საქმე 110.

11. შაპიაშვილი ეფიმ – დაბადების თარიღი: 1919 წელი. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ბორჩა. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ.პორხოვში, რუსეთი (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532, საქმე 98

12. შაპიაშვილი იუნ – დაბადების თარიღი: 1919 წელი, დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ქ. ბორჯომი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა: ტყვეთა ბანაკში 27.02.1942 წელი. დაკრძალულია: ქ. პორხოვი, აღმოსავლეთ ყაზარმა (რუსული სასაფლაო) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977526, საქმე:203. შაპიაშვილი ეფიმ და შაპიაშვილი იუნ, შესაძლოა, ერთი და იგივე პირი იყოს“, – აცხადებენ სამსახურში.

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი

"კვლევაშია ერთი შემთხვევა, სადაც შესაძლებელია, იყოს რეინფიცირება, დანარჩენი შემთხვევების შედეგები უარყოფითია" - ამირან გამყრელიძე

"წელიწადი და ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება - შევეგუოთ!" - ამირან გამყრელიძე