ავტორი:

ავარია ბაკურიანთან - მოტოციკლის მძღოლი რეანიმაციაში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს

ავარია ბაკურიანთან - მოტოციკლის მძღოლი რეანიმაციაში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს

ბაკურიანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მოტოციკლის მძღოლი რეფერალურმა ჯგუფმა გორში, სამედიცინო ცენტრ "გორმედის" რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანა. 29 წლის მამაკაცს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ბორჯომის საავადმყოფოში მოტოციკლის მძღოლი კომატოზური მდგომარეობით შეიყვანეს.

„მდგომარეობა მძიმეა, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. არის ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის დიაფიზის მოტეხილობა ცდომით. ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ესაჭიროება დინამიკაში დაკვირვება და კვლევები დინამიკაში. პაციენტი "გორმედში" ბორჯომიდან გადმოიყვანეს. კლინიკაში შემოყვანისას, განმეორებით ჩაუტარდა ყველა სახის კვლევა - კომპიუტერული, ულტრაბგერითი და ლაბორატორიული კვლევები. გრძელდება რეანიმაციული ღონისძიებები და მონიტორინგი“, - განაცხადა სამედიცინო ცენტრ "გორმედის" ექიმ რეანიმატოლოგმა, ინგა ელბაქიძემ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია