ავტორი:

ხაშურში, სოფელ ცედანთან ახლოს მდებარე ტყეში ხანძარია

ხაშურში, სოფელ ცედანთან ახლოს მდებარე ტყეში ხანძარია

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სურამიდან დაახლოებით 10 კილომეტრში (ცოცხნარას თემში), სოფელ ცედანთან ახლოს ცეცხლი ფოთლოვან ტყეში გაჩნდა. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ხანძარი, დაახლოებით, 10 ჰა. ფართობზეა გავრცელებული.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შს სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა საღარეიშვილი, სამართალდამცავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელები.

"ცეცხლი გავრცელებულია ფოთლოვან ტყეში, წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით 10 ჰა. ფართობზე. ამ ეტაპზე, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში 12 ერთეული სახანძრო მანქანა და სახანძრო სპეცტექნიკაა ჩართული. სალიკვიდაციო სამუშაოებს ართულებს რთული რელიეფი, თუმცა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ცეცხლის ლოკალიზება უმოკლეს დროში მოხერხდეს“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძრის ფაქტზე გამოძიება სსკ 188-ე მუხლით დაიწყო.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია