ავტორი:

თაკო ნაცვლიშვილი "VS"-ის კასტინგზე ისევ გამოჩნდა - მოდელმა ფოტოგრაფები შოკში ჩააგდო

თაკო ნაცვლიშვილი "VS"-ის კასტინგზე ისევ გამოჩნდა - მოდელმა ფოტოგრაფები შოკში ჩააგდო

მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა "ვიქტორია სეკრეტის" კასტინგში კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა.

ახალი ფეშენ-შოუსთვის მორიგი კასტინგი ნიუ-იორკში გუშინ გაიმართა და თაკო ნაცვლიშვილმა ნამდვილი ფურორი მოახდინა.

როგორც სოციალურ ქსელში დედამისი, ნინო ცქიტიშვილი წერს: თაკო VS კასტინგზე. არამარტო ჩემთვის, არამედ იქ მყოფი ყველა გამვლელისთვის თუ ფოტოგრაფისთვის საუკეთესო იყო.

თაკო წელს აშკარად განსაკუთრებულ ფორმაშია, ამაში ხელი ბუნებრივია იმანაც შეუწყო, რომ ის გაიზარდა და უფრო მეტს ვარჯიშობს, რაც უკვალოდ ნამდვილად არ ქრება.

თაკო ნაცვლიშვილმა "ვიქტორია სეკრეტის" შოუსთვის წარსულში ორჯერ მიიღო კასტინგში მონაწილეობა, მაგრამ სავარუდოდ, ბავშვური გარეგნობის გამო საბოლოოდ არ აიყვანეს.

წელს მას წარმატებას უწინასწარმეტყველებენ და საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი სექტემბრის დასაწყისში გახდება.

იხილეთ ფოტოები

"მოდელებს ისე ექცევიან, როგორც მონებს" - თაკო ნაცვლიშვილი სამოდელო ბიზნესში არსებულ პრობლემებზე: რას წერს მოდელი?

ჯენიფერ ლოპესი ძველ სიყვარულს დაუბრუნდა? - რა ხდება ჯეი ლოსა და ბენ აფლეკს შორის 17-წლიანი განშორების შემდეგ (პაპარაცული ფოტოები)

ირაკლი მაქაცარიამ აღდგომის დღესასწაული შეყვარებულთან ერთად გაატარა - წყვილი გულშემატკივრებს ახალ ფოტოებს უზიარებს