ავტორი:

წონის კორექცია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები

წონის კორექცია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები

სიმსუქნე, შეიძლება ითქვას, რომ გახლავთ XXI საუკუნის ეპიდემია. ეს არის ქრონიკული, მორეციდივე, ენდოკრინული დაავადება, რომელიც ორგანიზმში იწვევს არასასურველ ცვლილებებს და გართულებებს, რაც საჭიროებს კომპლექსურ მკურნალობას. არსებობს სიმსუქნის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი. მისი მკურნალობა კი საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს და შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მთელ მსოფლიოში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყოველწლიურად გამოსცემს რეკომენდაციებს სიმსუქნის პრევენციისაათვის, რაც მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, შრომის უნარიანობის გაზრდას, სამედიცინო ხარჯების შემცირებას. ეს ყველაფერი კი აისახება ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

როგორც აღვნიშნეთ, სიმსუქნის გამომწვევი მრავალი ფაქტორი არსებობს, მაგრამ მათგან დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულია არასწორი კვება და ეკოლოგიურად დაბინძურებული საკვები, რაც მოიტანა დრომ და ცივილიზაციამ, გენური ინჟინერიისა და ტექნოლოგიების განვითარებამ.

ცოცხალ ორგანიზმს ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის განუწყვეტლივ ესაჭიროება გარემოდან საყუათო ნივთიერებების მიწოდება.

ცნება "საყუათო ნივთიერებები" არ უნდა ავურიოთ ცნებაში `საკვები ნივთიერებები~, რადგან საყუათო ნივთიერებებს მიეკუთვნება ნივთიერებათა გარკვეული ჯგუფები: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალური მარილები, ვიტამინები და წყალი. ეს ნივთიერებები ამა თუ იმ რაოდენობით შედის სხვადასხვა საკვებ პროდუქტში.

რას ვჭამთ და რას ვაჭმევთ მომავალ თაობას? არის თუ არა დღევანდელი საკვები ჯანსაღი? რა პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგეთ და ვუქმნით თუ არა საფრთხეს ჩვენს სიცოცხლეს?

რამდენიმე ათეული წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა სხვადასხვა ფირმის წარმოებული მრავალფეროვანი: ძეხვეული, წვენები პაკეტებში, შოკოლადები, სწრაფი კვების ობიექტები და ტკბილი გაზიანი სასმელები, რაც ერთი შეხედვით გემრიელია, მაგრამ არის კი სასარგებლო?

დღესდღეობით ყველა პროდუქტში არის საკვები დანამატები და კონსერვანტები, გემოს, ფერის თუ სურნელის მისაცემად. ევროკავშირის მიერ გაცემულია რეკომენდაციები ემულგატორების შესახებ, სადაც მოყვანილია იმ ემულგატორების სახეობები, რომლებიც დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად: უსაფრთხო, ჯანმრთელობისათვის საშიში, აკრძალული, საეჭვო, კიბოს გამომწვევი, ძალიან საშიში, აღიზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, ზრდის არტერიულ წნევას, მოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე, ცვლის განწყობას, საშიშია ნერვული სისტემისათვის და ასე შემდეგ...

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა თუ ადამიანის ორგანიზმისთვის არასასურველი ნივთიერება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე. კუჭ-ნაწლავისტრაქტის გამართული მუშაობა კი ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, რათა მან შეძლოს საკვების გადამუშავება, სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა ისე, რომ არ დაირღვეს ნივთიერებათა ცვლა და შესაბამისად, ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ბალანსი.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი კომპლექსური ორგანოა. მონელებისას საკვები მუშავდება, როგორც ფიზიკურად (მექანიკურად), ასევე ქიმიურად, შეიწოვება სასარგებლო ნივთიერებები და ჩვენთვის უვარგისი ან მოუნელებელი ნარჩენები კი გამოიდევნება ორგანიზმიდან. საკვების დამუშავება იწყება პირის ღრუდან (დანაწევრება, დაქუცმაცება), პროცესები მიმდინარეობს განსაზღვრული თანმიმდევრობით და გრძელდება საყლაპავ მილში, კუჭში, წვრილ და მსხვილ ნაწლავებში ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების და ნაწლავური მიკლოფლორის მონაწილეობით. აღნიშნული პროცესი ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანია და განუყოფელი ნაწილია ნორმალური ნივთიერებათა ცვლისათვის.

ყველა ჭარბწონიან პაციენტს დარღვეული აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქცია, ამას ხელს უწყობს ხშირი არასწორი დიეტები, რაც კიდევ უფრო ართულებს წონის კორექციას და ორგანიზმის დეტოქსიკაციას მავნე ნივთიერებებისაგან.

2000-იანი წლებიდან ჩატარებულმა მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ნაწლავებში ბაქტერიების, ფერმენტების და ზოგადად მიკროფლორის სტაბილურობა დიდ როლს ასრულებს ორგანიზმში მეტაბოლიზმის გამართულ ფუნქციონირებაში.

ბოლო პერიოდში კიდევ უფრო იზრდება კვლევების რიცხვი, რომელიც ასახავს კუჭნაწლავის ტრაქტის მიკროფლორასა და ჭარბ წონას, ანუ სუმსუქნეს შორის კავშირს. არასწორი კვება, არაჯანსაღი საკვები, წონის კლების სურვილი და თვითნებურად შერჩეული რაციონი, სტრესი, ცხოვრების სტილი და სხვადასხვა გარემო ფაქტორები უარყოფით ზეგავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მობინადრე სასარგებლო მიკროფლორაზე, რაც იწვევს ისეთ არასასურველ ეფექტებს, როგორიცაა: შებერილობა, დისკომფორტი, დიარეა, ყაბზობა და ასე შემდეგ. ზემოთ ხსენებული ფაქტორები თავის მხრივ იწვევს მონელების პროცესების გაუკუღმართებას (ფიზიკური და ქიმიური დამუშავების პროცესების დარღვევას), რაც ტავის მხრივ იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და სიმსუქნის განვითარებას. აქედან გამომდინარე, ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყო პრობიოტიკების გამოყენება ჭარბი წონისა და სიმსუქნესტან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების დროს, რომელსაც რეკომენდაციას უწევენ მსოფლიო დონის ექსპერტები.

როგორც ვიცით, ფარმაცევტულ ბაზარზე პრობიოტიკების რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცა რაოდენობა ყოველთვის ხარისხს არ ნიშნავს. ეფექტის და შედეგის მისაღწევად აუცილებელი და მნიშვნელოვანია ხარისხიანი, ეფექტური და უსაფრთხო პრეპარატის შერჩევა, ამ კრიტერიუმებს კი სრულიად აკმაყოფილებს შვეიცარიული ხარისხის მქონე პრაპარატი ლინექს ფორტე,7 რომელიც N1 პრობიოტიკია ევროპაში.2 ეს არის დადასტურებული მაღალი ხარისხის, ეფექტურობის,5,7,9 30 წლიანი ისტორიის8 და გამოცდილების შედეგი. ლინექს ფორტე დღითიდღე უფრო მოთხოვნადი და სასურველი პრეპარატი ხდება როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის საქართველოშიც.საქართველოს ბაზარზე არსებული პრობიოტიკების უმრავლესობისგან განსხვავებით, ლინექს ფორტეს შემადგენლობაში შედის ინულინი, რაც განაპირობებს პრეპარატის ეფექტურობას როგორც დიარეის, ასევე ყაბზობის დროს, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ასტიმულირებს იმუნიტეტს, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და ახდენს ვიტამინებისა და მინერალების (კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, თუთია) ათვისებას. 1,3,4

ლინექს ფორტეში შემავალი ბაქტერიები (Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium animalis subsp. lactis) გამოიმუშავებენ მავნე ბაქტერიებისთვის საზიანო მეტაბოლიტებს (H2O2 გამომუშავება) და ანტიმიკრობულ ნივთიერებებს (ბაქტერიოცინები), ახდენენ ბაქტერიებისა (და მათ შორის Helicobacter pylori) და სოკოების ზრდის ინჰიბირებას, კონკურირებენ მავნე ბაქტერიებთან საკვებ ნივთიერებებზე და ხელს უშლიან მავნე ბაქტერიების კოლონიზაციას. ეს მეტად მნიშვნელოვანია დღევანდელ გარემოში, სადაც მაღალია საზიანო მეტაბოლიტების რაოდენობა.1

პრეპარატში შემავალ ბაქტერიებს გააჩნიათ ხარისხისა და ეფექტურობის დოკუმენტური მტკიცებულება, შტამებზე არსებობს მრავალი პუბლიკაცია.5,9 პრობიოტიკების შერჩევისას აუცილებელია ხაზგასმა ხარისხზე, ვინაიდან წარმოების პროცესი საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ მიდგომებს.

ლინექს ფორტე წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატს, რომელიც აკმაყოფილებს პრეპარატის ხარისხსა და წარმოებისადმი წაყენებულ მრავალ მკაცრ მოთხოვნას (GMP-ის (Good Manufacturing Practice), FAO /WHO.5,10 სწორედ ეს განსაზღვრავს მის მაღალ ეფექტურობას და წლების მანძილზე N1 პოზიციას ევროპის ქვეყნებში2. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ რეკომენდებულია პრეპარატის მიღება სიმპტომების ალაგებამდე, რაშიც ხელს უწყობს პაციენტს მიღების მოსახერხებელი რეჟიმი.1და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სწორი კვების, ჯანმრთელი ცხოვრების წესისა და პერიოდულად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფლორის აღმდგენი პრეპარატის მიღების გარეშე ადამიანის ორგანიზმი ვერ შეძლებს ნორმალურ ფუნქციონირებას, ვერ გაუმკლავდება სხვადასხვა ფაქტორების მავნე ზემოქმედებას და არასასურველი ეფექტები და მათთან ერთად წონის პრობლემაც გარდაუვალი იქნება. სასურველია მივიღოთ სწორი საკვები, დავიცვათ კვების რეჟიმი, დროულად მივმართოთ ექიმს და მივყვეთ მის რეკომენდაციებს, რათა თავიდან ავიცილოთ სიმსუქნე ან ეფექტურად ვებრძოლოთ წონასთან დაკავშირებულ პრობლემებს, შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და სილამაზე.

GE1808865340

1. PIL of product; 2. Nicholas Hall’s global OTC database, DB6; 3. Health Benefits of Inulin (http://www.naturalprebiotics.com/inulin.html[4/25/2014 12:46:37 PM]); 4. Guarner F., Studies with inulintype fructans on intestinal infections, permeability, and inflammations.;5. /D/ - data in the dossier; /SmPC/ - data in the SmPC; 6. Ashraf R et al. Review Article: Antibiotic resistance of probiotic organisms and safety of probiotic dairy products. International Food Research Journal 2011;18(3):837-85ა3. 7. Е.А. Ушкалова, Ю.Ш. Гущина, 2015 Линекс Форте в профилактике и лечении желудочно-кишечных заболеваний doi:10.17116/terarkh20158712138-144;8. https://www.sandoz.com/news/media-releases/sandoz-launches-balans-programme-central-and-eastern-europe-promote-healthier; 9. The Science behind the Probiotic Strain Bifidobacterium animalis subsp. lactis BB-12 Microorganisms 2014, 2, 92-110;doi:10.3390/microorganisms2020092; 10. FAO/WHO. Guidelines for the evaluation of probiotics in food. Joint FAO/WHO Working Group Report on Drafting Guidelines for the Evaluation of Probiotics in Food, 2002.

(R)

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი