2018 წელს შესრულდა 10 წელი მას შემდეგ რაც ეივონი საქართველოში შემოვიდა. „10 წელი სილამაზის სამსახურში“ - ეს არის მესიჯი, რომელსაც კომპანია თავის მომხმარებლებსა და წარმომადგენლებს უგზავნის. ეივონმა საქართველოს ბაზარზე შემოსვლისთანავე მოიპოვა ლიდერის პოზიცია დეკორატიული კოსმეტიკისა და პარფიუმერიის პირდაპირ გაყიდვებში. „ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს, ეს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა!“,- აცხადებენ ეივონ საქართველოს წარმომადგენლები.
_2018-08-31_yRjExryhCF8rVv4.jpg)
მართლაც, დღეს ეივონს საქართველოში წარმოადგენს 20 000-ზე მეტი ქალი, რომლისთვისაც ეივონი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. ეივონის პროდუქტები სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარულობით სარგებლობს, კატალოგში ყოველწლიურად ჩნდება ახალი ინოვაციური ბრენდები - დეკორატიული კოსმეტიკისა და კანის მოვლის საშუალებები, რომელიც პასუხობს უახლეს ტენდენციებს. კომპანია ამაყობს იმ ფაქტით, რომ ეივონის ტუჩსაცხი, საქართველოში ყოველი მეოთხე ქალის ჩანთაშია და ყოველ სამ წუთში იყიდება ეივონის ორი არომატი.
_2018-08-31_E3H5RwkMF9ijb.jpg)
ეივონმა 10 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნა. 2018 წლის 30 აგვისტოს, სასტუმრო ჰუალინგში გამართულ წლიურ გაყიდვების კონფერენციაზე, ეივონმა უმასპინძლა 500 -მდე ბიზნეს ლიდერსა და საერთაშორისო სტუმარს.
_2018-08-31_5Qb33GpUt7RZ.jpg)
_2018-08-31_gox5AX5cGYRimiL.jpg)
R