ავტორი:

ხაშურში, სოფელ ცედანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ხაშურში, სოფელ ცედანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ხაშურში, სოფეკ ცედანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განუცხადა. ხუციშვილის ინფორმაციით, ლიკვიდაციის მიუხედავად ადგილზე დარჩება გარკვეული რაოდენობის ჯგუფები, რათა ადგილზე ვითარების მონიტორინგი განახორციელოს.

„ხაშურის რაიონში, სოფელ ცედანთან ტყის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. დღეს მაინც ადგილზე დარჩება ჯგუფები მონიტორინგისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ რაიმე გართულება. ერთი ჯგუფი დარჩება, დაახლოებით 20-და 50 ადამიანამდე. ასევე ადგილზე დარჩება რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა. არსებობს მონიტორინგის გარკვეული სტანდარტი და ისინიც რისკების საბოლოო შეფასების შემდეგ დატოვებენ ტერიტორიას. თუმცა ავღნიშნავ, რომ რაიმე გართულების და გავრცელების საფრთხე არ არსებობს", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია