ავტორი:

ახალგაზრდა დედა, რომელიც ლაშქრობებში მცირეწლოვან შვილებთან ერთად დადის - "8 წლის ნიკოლამ, 22 კმ გაიარა აბუდელაურის ტბებზე"

ახალგაზრდა დედა, რომელიც ლაშქრობებში მცირეწლოვან შვილებთან ერთად დადის - "8 წლის ნიკოლამ, 22 კმ გაიარა აბუდელაურის ტბებზე"

შვილებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლა სასიამოვნო პროცესია. მშობლების უმეტესებას ბავშვებზე არანაკლებ უხარია ბუნებაში დროის გატარება, თუმცა ნაკლებად მოიძებნება ისეთი მშობელი, როგორიც ჩვენი რესპონდენტი ანა ხავთასია. ის საქართველოს ულამაზეს ადგილებს უკვე რამდენი წელია მცირეწლოვან შვილებთან ერთად ლაშქრავს. ანას ორი შვილი ჰყავს - 8 წლის ნიკოლა და 5 წლის ნინო ქათამაძეები.

- ლაშქრობების მოყვარული ხართ, როგორ და როდის გადაწყვიტეთ პატარებთან ერთად ბუნებაში გასვლა?

- თავიდან მარტო დავდიოდი, ბავშვები კი მამასთან რჩებოდნენ, ძალიან პატარები იყვნენ, როცა გასვლები დავიწყეთ, მაგრამ ამას ლაშქრობებს ვერ ვუწოდებ, უფრო გასეირნებას ჰგავდა. პირველი დიდი გასვლა მთელ ოჯახს რაჭაში, მრავალძალის სალოცავზე გვქონდა. ნინი ალბათ 2 წლის იქნებოდა, ნიკოლა - 5-ის.

თუმცა ნიკოლა 4 წლის იყო, სამეგრელო რომ მოვატარეთ აქტიურად. ნინი უფრო დაჩაგრული გვყავს, დიდ მანძილებზე ჯერ ვერ დამყავს. ასევე ჩვენ დავდივართ ეკოტურებზე, ვასუფთავებთ დანაგვიანებულ ადგილებს, ამით კი ბავშვებს თავიდანვე ვაჩვევ, რომ არ შეიძლება გარემოს დაბინძურება.

- ანი, რატომ გაგიჩნდათ ბავშვებთან ერთად ისეთ ლაშქრობებში სიარულის სურვილი, რომელიც სახიფათოც შეიძლება იყოს, მით უმეტეს პატარებისთვის. რა მიზანი გქონდათ?

- პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ ნიკოლა ძალიან დამოკიდებული იყო კუმპიუტერზე. ბევრი მცდელობის და მიდგომის მიუხედავად, ვერაფრით ჩავანაცვლეთ კომპიუტერი, ამიტომ შაბათ-კვირას, როცა ბაღში ვერ მივდიოდით და ფაქტობრივად გვქონდა ომი, გადავწყვიტე ჩემთან ერთად წამოსულიყო ხოლმე. ძალიან გამიჭირდა, იღლებოდა, წუწუნებდა.

მიწევდა ბევრი რაღაცების მოგონება, რომ უფრო დიდი მონდომება ჰქონოდა, ევლო ფეხით, გამოვიგონეთ თამაში, რითაც ვხურავდით სხვადახვა ტურს, ერთი ადგილიდან მეორეში მისასვლელად, რამაც გამოიღო შედეგი და ყველაზე დიდი გზა 22 კმ. გაიარა აბუდელაურის ფერად ტბებზე წაიკითხეთ მეტი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი