ავტორი:

ბინის ყიდვა, როგორც ყველაზე დიდი შენაძენი

ბინის ყიდვა, როგორც ყველაზე დიდი შენაძენი

არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვს ჩვენსცხოვრებაზე. ერთ-ერთი ასეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა ბინის ყიდვა. ბინის შეძენა ინვესტირებული თანხაა ისეთ საიმედო მიმართულებაში როგორიც უძრავი ქონებაა.ხოლოსწორად, საიმედო კომპანიაში შერჩეული ბინა სიმშვიდის გარანტია.

რა ეტაპები უნდა გაიაროთ რომ ბინა სწორად შეარჩიოთ? ვეცდებით ყველა ნაბიჯი ნათლად დაგანახოთ, რომ ბინის შეძენის გადაწყვეტილებისას ეს პროცესი გაგიადვილდეთ.

უპირველესად გადაწყვიტეთ როგორი ბინის შეძენა გსურთ, რომელ უბანში და რა კრიტერიუმებით. შემდეგ მოიძიეთ ბაზარზე არსებული სამშენებლო კომპანიები. შეაფასეთ იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც თქვენთვის არის მნიშვნეოვანი. იქნება ეს დასრულებული პროექტების რაოდენობა, გამოცდილების ხანგრძლივობა, კმაყოფილი კლიენტების რაოდენობა, რეკრეაციული ზონა, სამშენებლო მასალების ხარისხი, ბინების ფასები და სხვა.შედგენილი სიიდან კი უფრო მცირე სიას ვაკეთებთ და ვუკავშირდებით სასურველ კომპანიას, სადაც პროფესიონალი გაყიდვების მენეჯერები ზუსტად იმ ბინას გვირჩევენ, რომელიც ყველაზე მეტად ერგება ჩვენს სურვილებს.

ბინის შერჩევის შემდეგ, გაეცანით გადახდის პირობებს დეტალურად. მაგალითად ლიდერი დეველოპერული კომპანია „არქი“ მომხმარებელს ინდივიდუალურად მორგებულ გადახდის პირობებს სთავაზობს, რაც დიდ კომფორტს უქმნის მყიდველს. არქიში ბინის შეძენა ხდება მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე. არ არის საჭირო შემოსავლების დადასტურება, არც პირველადი შენატანი, რაც ხსნის ყველა დაბრკოლებას, რამაც შეიძლება გაართულოს ბინის ყიდვისპროცესი.

გარდა ამისა უმნიშვნელოვანესია დეველოპერული კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება და უმაღლესი ხარისხის მშენებლობა. რამდენად თქვენზე მორგებულ დაგეგმარებულ ბინას გთავაზობთ კომპანია. არქიში ბინის შეძენისას თქვენ იღებთ ინოვაციურ პროდუქტს საქართველოს სამშენებლო ბაზარზე - პრემიუმ კარკასს, რაც ფაქტობრივად ანახევრებს სარემონტო სამუშაოებს, თეთრ კარკასთან შედარებით.ასევე მნიშვნელოვანია ბინის ჩაბარება ვადებში. არქის უცხოური ინვესტიციებით, სრულად დაფინანსებული ყველა მშენებლობა კი დათქმულ ვადებში ბინის ჩაბარებას უზრუნველყოფს.

არქის პრიორიტეტი ყოველთვის იყო მომხმარებლებზე ზრუნვა. კომპანია მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებელს სურვილებს და მოსაზრებებს, შესაბამისად არქის კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა გთავაზობთინოვაციურ და თქვენზე მორგებული პირობებს.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის