ავტორი:

www.biblusi.ge მომხმარებლებს, სასექტემბროდ უფასო ტრანსპორტირების სერვისს სთავაზობს

www.biblusi.ge მომხმარებლებს, სასექტემბროდ უფასო ტრანსპორტირების სერვისს სთავაზობს

საქართველოში წიგნების ნომერ პირველი ონლაინმაღაზია www.biblusi.ge, სასექტემბროდ მომხმარებლებს, უპრეცედენტო სერვისს სთავაზობს - პირველი სექტემბრიდან ვებგვერდზე წარმოდგენილი ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას, მათი ტრანსპორტირება სრულიად უფასო იქნება.

როგორც „ბიბლუსის“ წარმომადგენლები აცხადებენ, www.biblusi.ge–ზე წიგნების, სასკოლო და საკანცელარიო და ნივთების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. გარდა იმისა, რომ მომხმარებლებს ზუსტად იმ პროდუქციის შეძენა შეუძლიათ, რომელიც ბიბლუსის მაღაზიებშია განთავსებული, ვებგვერდი მათ სპეციალურ ნაკრებებსაც სთავაზობს. საუბარია MILAN-ისა CENTRUM–ის უმაღლესი ხარისხის ზურგჩანთებზე, პენლებზე, ფანქრებზე და სხვა საკანცელარიო ნივთებზე. მათი ფასი 29.56 ლარიდან იწყება. კომპლექტების –20%–იანი ფასდაკლებით შეძენა კი მხოლოდ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

„სასკოლო სამზადისი არა მხოლოდ ბიბლუსის მაღაზიებში, არამედ ჩვენს ვებგვერდზეც იგრძნობა. გვინდა, რომ მომხმარებლებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება, მშობლებს და მათ შვილებს, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. მივცეთ შესაძლებლობა, რომ მათთვის საჭირო პროდუქცია: წიგნები და სასკოლო ნივთები სახლიდან გაუსვლელად, ვებგვერდზე შეიძინონ. ჩვენი კურიერები მათ უფასო ტრანსპორტირებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში უზრუნველყოფენ“,– განაცხადეს „ბიბლუსში“.

აღსანიშნავია, რომ პირველ სექტემბრამდე, ვებგვერდის მომხმარებლებს უფასო ტრანსპორტირების სერვისით სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ, თუ მათ მიერ შეძენილი პროდუქცია ოცი ლარის ან მეტი ღირებულების იყო. ახლა კი, ეს სერვისი ნებისმიერი ღირებულების ნივთის შეძენისას გავრცელდება. საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში.

შეგახსენებთ,რომ WWW.BIBLUSI.GE საქართველოში არსებული ერთ-ერთი, ყველაზე პოპულარული ონლაინპლატფორმაა, რომელიც მკითხველებს წიგნების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, უნიკალურ ფასდაკლებებს და რაც მთავარია, შესაძლებლობას, რომ ისინი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში იყოს ხელმისაწვდომი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს