ავტორი:

სარფში, ხარაჩოდან ჩამოვარდნილი მუშა დედა-შვილს დაეცა

სარფში, ხარაჩოდან ჩამოვარდნილი მუშა დედა-შვილს დაეცა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომხდარი შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, საქართველოს მოქალაქე მამაკაცი სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სამუშაოებს აწარმოებდა და სწორედ ამ დროს ჩამოვარდა ხარაჩოდან. ჩამოვარდნის დროს მუშა იქვე მყოფ თურქეთის ორ მოქალაქეს - დედა-შვილს დაეცა. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, დაშავებულები ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. თურქეთის ორ მოქალაქეს მოტეხილობა აღენიშნება, ხოლო ქართველ მუშას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული.

მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო წარმოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია