ავტორი:

სოფელ კახათში სახლის ჭიშკარზე ჩანთით ჩამოკიდებული ჩვილი იპოვეს

სოფელ კახათში სახლის ჭიშკარზე ჩანთით ჩამოკიდებული ჩვილი იპოვეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში ახალშობილი იპოვეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩვილი წვიმიან ამინდში, სახლის ჭიშკარზე ჩანთით ჩამოკიდებული დატოვეს. ამ დროისთვის ახალშობილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ახალშობილის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია