ავტორი:

შოპინგი, რომელიც ყველგან მისაწვდომია- რჩევები მათ, ვისაც საქართველოს რეგიონებში ორიგინალი ბრენდული პროდუქციის შეძენა სურს

შოპინგი, რომელიც ყველგან მისაწვდომია- რჩევები მათ, ვისაც საქართველოს რეგიონებში ორიგინალი ბრენდული პროდუქციის შეძენა სურს

თუ წლების წინ საქართველოში ტანსაცმლის ბაზარი ნაკლებად განვითარებული იყო, ახლა ამ მიმართულებით დიდი წინსვლა შეიმჩნევა. წლიდან წლამდე მატულობს დიდი სავაჭრო ცენტრების რაოდენობა და შესაბამისად, ბრენდული მაღაზიების რიცხვიც მუდმივად მზარდია. თუ გარკვეული პერიოდის წინ, ბრენდების შესაძენად ონლაინ შოპინგი საუკეთესო გამოსავალი იყო, ახლა ეს პრობლემა მოხსნილია და აღნიშნული ნივთები ადგილზევე, მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ.

თუმცა აქვე აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველოში ბრენდული მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქშია ხელმისაწვდომი და თუ სხვა ქალაქისა თუ რაიონის მაცხოვრებელს ბრენდული პროდუქციის შეძენა სურს, ის თბილისს უნდა ეწვიოს. ეს სამწუხარო რეალობაა, თუმცა ბრენდებისა და ორიგინალი ნივთების მოყვარულებისათვის ერთი უფრო მარტივი გამოსავალიც არსებობს. ეს ონლაინ შოპინგია. თუმცა ამ დროს მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ოფიციალურ ონლაინ მაღაზიებში ივაჭრონ და მსუბუქად რომ ვთქვათ, თაღლითობის მსხვერპლი არ გახდნენ. მომხმარებლები ხშირად ტყუვდებიან ლამაზი ფოტოებით, რომლებსაც ეს მაღაზიები სთავაზობენ. რეალურად კი მიღებული ნივთი ამ ფოტოსგან მნიშვნელოვნად განსხვავდება ხოლმე.

ონლაინ ვაჭრობის დროს მომხმარებლებისთვის პრობლემა არის ხოლმე ენის ბარიერი და შიფინგის კონტროლი. სწორედ ამიტომ ორიგინალი პროდუქციის ონლაინ შეძენა განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა ამ მომსახურებას თბილისში არსებული მაღაზია გთავაზობს. ამ შემთხვევაში ორივე სირთულე აღმოფხვრილია. არც ენობრივი ბარიერის გადალახვა გიწევს და არც ნივთისთვის დიდხანს ლოდინი, როცა მას თბილისში არსებული ბრენდული მაღაზია გთავაზობს. პროდუქციის ადგილზე მიწოდება უმოკლეს ვადაში ხდება და შემკვეთს სასურველი ნივთის ლოდინი კვირების განმავლობაში არ უწევს.

საქართველოს რეგიონებისთვის ამ კომფორტის შექმნაზე თბილისში არსებული ოფიციალური მაღაზიებიდან ერთ-ერთმა პირველმა paradisi.ge-მ იზრუნა. ეს არის ონლაინ მაღაზია, რომელიც მსოფლიო დონის არაერთი ბრენდის პროდუქციასთან ერთად New Balance-ის სპორტულ ფეხსაცმელს გთავაზობთ.

როგორც უკვე ითქვა, ონლაინ შოპინგის დროს პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ შეთავაზებული პროდუქცია ორიგინალია თუ არა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის შეძენის დროს. რადგან არაორიგინალი ფეხსაცმელი უმეტეს შემთხვევაში დაბალი ხარისხისაა, ის მალე ფუჭდება, კარგავს ფორმას და ფერს. გარდა ამისა, იწვევს ჰიგიენასთან დაკავშირებულ არაერთ პრობლემას.

paradisi.ge-ზე შოპინგის კიდევ ერთი უპირატესობა კი ის არის, მაღაზიამ სულ ახლახანს ონლაინ განვადებაც დაამატა და ახლა სასურველი პროდუქციის შეძენა სასურველი გრაფიკითაც შეგიძლიათ.

ონლაინ შეძენილ პროდუქციას კურიერი სასურველ მისამართზე მოგიტანთ. შეკვეთის მიტანის მაქსიმალური ვადა საქართველოს მასშტაბით 3 დღეა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თქვენი გზავნილის მოძრაობის კონტროლიც შეგიძლიათ. ზუსტად გეცოდინებათ, სად არის თქვენი შენაძენი და რამდენ ხანში მოვა თქვენამდე.

აქვე, ონლაინ შოპინგის მოყვარულებს რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

  • ონლაინ მაღაზიის უსაფრთხოების პარამეტრები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული
  • სასურველია, ბარათზე თანხა განათავსოთ იმ ვალუტაში, რომელშიც ხდება ანგარიშსწორება. წინააღმდეგ შემთვევაში, კონვერტაციის დროს შეიძლება გარკვეული თანხა დაკარგოთ. paradisi.ge-ზე კი ვაჭრობა ლარში ხდება. შესაბამისად, თქვენ თანხის კონვერტაცია აღარ გიწევთ, რაც ზედმეტი თანხის დაკარგვისგან დაგიცავთ
  • სასურველია, მაღაზიას ქონდეს გზავნილის კონტროლის სისტემა
  • დააზუსტეთ ზომები. სხვადასხვა ქვეყანაში ზომების სხვადასხვა სისტემაა და შეკვეთის წინ საბოლოოდ კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ თქვენთვის სასურველ ზომას უკვეთავთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ paradisi.ge-ზე შეძენისას ზომა შეგეშალათ, მისი გამოცვა პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. ახალ სასურველ ზომას კურიერი სასურველ დროსა და ადგილზე მოგიტანთ.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის