ავტორი:

ბრიტანული ცენტრი 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს ინგლისური ენის სუპერთანამედროვე კურსებს სთავაზობს!

ბრიტანული ცენტრი 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს ინგლისური ენის სუპერთანამედროვე კურსებს სთავაზობს!

ბრიტანულ ცენტრში პატარები ინგლისურ ენას კემბრიჯის უნივერსიტეტის უახლესი პროგრამით, Super Minds-ით სწავლობენ. აღნიშნული პროგრამის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საგაკვეთილო პროცესი, კლასიკური სწავლების გარდა, ბავშვებისთვის საინტერესო უამრავ სხვადასხვა სახის აქტივობას აერთიანებს, როგორიცაა: თეატრალური დადგმები, მხატვრული წერა-კითხვა, კარაოკე, ვიდეოკე და სხვა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიმდინარეობს სამიზნე ენაზე, რის საფუძველზეც სასწავლო მასალა დაუყოვნებლივ გადადის ბავშვებისთვის საინტერესო და სახალისო კონტექსტში.

დაკო ლომიძე, ბრიტანული ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი:

21-ე საუკუნის განათლების მთავარი გამოწვევა, ბავშვებში ინტერესის გაღვივება და სწავლის მოტივაციის ამაღლებაა, ამიტომ უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც სასწავლო მასალას, ასევე სწავლების მეთოდოლოგიას.

Super Minds გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ინგლისური. კურსი მოიცავს ასაკის შესაბამისი ინტერდისციპლინური თემატიკების (როგორიცაა: მათემატიკა, ლოგიკა, მეცნიერება, ისტორია, ლიტერატურა და სხვა) ინგლისურ ენაზე სწავლებას. ამავდროულად, დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვებში კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარების განვითარებას.

კრიტიკული აზროვნების განვითარება იწყება საბაზისო აზროვნების უნარების ჩამოყალიბებით, როგორიცაა: ნუმერაცია, კატეგორიებად დაყოფა და ა.შ. და ნელ-ნელა აყალიბებს უფრო რთულ სააზროვნო უნარ-ჩვევებს, როგორიცაა: გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, რისკების მართვა, არჩევანის გაკეთება, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარები და სხვა.

Super Minds-ი ცდილობს ბავშვები აღზარდოს და ჩამოაყალიბოს თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნების შესაბამის გლობალურ მოაზროვნეებად და დიდ ყურადღებას აქცევს ბავშვებში ფასეულობათა სწორი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც დაფუძნებულია სოციალურ ღირებულებებზე, მართებულ ყოფა-ქცევაზე, პასუხისმგებლობის განცდაზე, გულისხმიერებასა და ტოლერანტობაზე.

პროგრამა დაფუძნებულია სასწავლო პროცესში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს 21-ე საუკუნის ბავშვებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას.

როგორც მოგეხსენებათ, ბრიტანული ცენტრი წელს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს და საიუბილეო მე-15 სასწავლო წელს განსაკუთრებული შეთავაზებით ვიწყებთ, კეძოდ პატარები, ვინც ჩვენს კურსებზე სექტემბრის თვეში დარეგისტრირდებიან 2018 წლის ბოლომდე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

www.bc.ge

თბილისი ტელ.: 2941111 ; 2182848

ბათუმი ტელ.: 273122

https://www.youtube.com/watch?v=-uyjyUCCr4Y

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის