"Freedom House"- ქართული მედიასივრცე სამხრეთ კავკასიაში ყველაზე განვითარებულია

"Freedom House"- ქართული მედიასივრცე სამხრეთ კავკასიაში ყველაზე განვითარებულია

"Freedom House"- ქართული მედიასივრცე სამხრეთ კავკასიაში ყველაზე განვითარებულია. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაცია "Freedom House"-ის ანგარიშში - "გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნები – 2010".

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში რამდენიმე დამოუკიდებელი სატელევიზიო სადგური არსებობს, რომლებიც ახალ ამბებს აშუქებენ, ასევე, გამოიცემა ბევრი დამოუკიდებელი გაზეთი, ფუნქციონირებენ ინეტრენეტმაუწყებლები და ახალი ამბების ფორუმები.

ანგარიშის ავტორების აზრით, აღიარებულია ქართული მედიაკანონმდებლობის სრული შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ანგარიშში ქართული მედიის მთავარ გამოწვევებად პროფესიონალიზმისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის არასაკმარისი დონე სახელდება.

"სატელევიზიო სადგურების მფლობელობის შესახებ ინფორმაციისა და გამჭვირვალობის ნაკლებობა ტოვებს ეჭვს მათი დამოუკიდებლობის შესახებ. 2009 წელს ორ კერძო ტელევიზიაში მფლობელი შეიცვალა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, ფაქტობრივად, ხელახლა შედგა და დაინიშნა ახალი გენერალური დირექტორი", - ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, გასულ 10 წელთან შედარებით გაზრდილია მედიის თავისუფლების ხარისხი, რომელმაც 2000 წლის მაჩვენებლიდან – 3.75-დან 4.25 ქულას მიაღწია. ამასთან, ეს მაჩვენებლი ბოლო სამი წელი არ შეცვლილა.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები