ავტორი:

"ბევრჯერ ვინანე, რომ წავედი... თუ გადავრჩი, აუცილებლად დავბრუნდები" - გაიცანით ქართველი ხელოვანი, რომელიც ბელგიაში სიცოცხლისთვის იბრძვის

"ბევრჯერ ვინანე, რომ წავედი... თუ გადავრჩი, აუცილებლად დავბრუნდები" - გაიცანით ქართველი ხელოვანი, რომელიც ბელგიაში სიცოცხლისთვის იბრძვის

საქართველოდან დიდი ხნის წინ გაემგზავრა ევროპაში - 1992 წელს, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება აირია, გართულდა, უცხო მხარეში ახალი ცხოვრების დაწყება კი, თითქოს, საინტერესოც იყოს და, შესაძლოა - იმედის მომცემიც. მართალია, არც ენა იცოდა და არც სამსახური ელოდებოდა, მაგრამ მაინც გარისკა - 20 წლის ასაკში რისკი ვერაფერი დაბრკოლებაა. ერთხანს ბელგიაში ცხოვრობდა, შემდეგ - საფრანგეთში, პარიზში, საქართველოშიც ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე, ახლობლების მოსანახულებლად... ხელოვანი იყო, თვითნასწავლი მხატვარი. ბელგიაში ჩასულმა, ერთ-ერთ სოფელში შეგროვებულ ბრტყელ ქვებზე იაფფასიანი ზეთის საღებავებით ქართული პეიზაჟებისა და ეკლესიების ხატვა დაიწყო და ბაზრობებზე ჰყიდდა...

დღეს უკვე ბელგიის მოქალაქეა; ცხოვრებაში წარმატებაც ჰქონდა და ლამაზი დღეებიც; სიყვარულიც, სიხარულიც და, ალბათ, სევდაც, მაგრამ...

ნიკა ვეშაპიძესთან ინტერვიუს ჩაწერას ერთი წლის წინ ვაპირებდი, მას შემდეგ, რაც ჩვენი საერთო მეგობრის წყალობით ინტერნეტში მისი ნახატები და მაკეტები დავათვალიერე და აღვფრთოვანდი, მაგრამ მისმა მოულოდნელმა ავადმყოფობამ იმხანად ჩვენი ინტერვიუ გადაავადა... მეგონა - ცოტა ხნით, მაგრამ... ნიკა დღესაც საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის კვლავ იმ ქვეყანაში, რომელმაც მიიღო და შეიფარა; სადაც ყველაფერი საუცხოოა და მშვენიერი, მაგრამ... ის მაინც არ არის სამშობლო...

როგორ იცხოვრა, რა შექმნა, რას ნანობს და რას გააკეთებდა, თუკი საშინელ სენს დაამარცხებდა? - ერთი ძალიან ნიჭიერი, სამკვიდროს მოშორებული ქართველის ამბავი, ქართველი თუ უცხოელი მეგობრებისა და ახლობლების სულიერი თანადგომით იმედს რომ ჩასჭიდებია და სწამს, გაუმართლებს.

ნიკა ვეშაპიძე:

- სკოლა რომ დავამთავრე, მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ჩემი მშობლები იყვნენ წინააღმდეგი. მაინცდამაინც "ზოოვეტში" უნდოდათ, ჩამებარებინა - მათემატიკა არ ვიცოდი, იქ კი ეს საგანი არ ბარდებოდა და - იმიტომ. არადა, არც თეატრალურ ინსტიტუტში ბარდებოდა მათემატიკა, მაგრამ... დღემდე განვიცდი, ოცნება რომ ვერ ავისრულე და ახლაც თან მაქვს ოდესღაც საქართველოდან წამოღებული უძვირფასესი ავტოგრაფი, რომელიც ქუჩაში შემთხვევით გადაყრილმა ჩემმა უსაყვარლესმა ლეილა აბაშიძემ მომცა... მერე ცოლი შევირთე და ბელგიაში გავემგზავრეთ, ბრიუსელთან ახლოს, პატარა ქალაქში ძალიან იაფად ვიშოვე საცხოვრებელი. ჩემს მოხატულ ქვებს ვყიდდი და იმ თანხით ვირჩენდი თავს. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, თანხის დაგროვებაზე მეტად ის მახარებდა, ჩემი ნამუშევრები ხალხს რომ მოსწონდა. შემდეგ ქვებიდან ტილოებზე გადავედი... მეუღლეს დავცილდი და იგი პატარა ვაჟთან - გიორგისთან ერთად საქართველოში დაბრუნდა, მე კი იქ დავრჩი.

მალე ბელგიის მოქალაქეც გავხდი, სხვათა შორის - ძალიან იოლად და უკვე ოფიციალურად მუშაობის საშუალებაც მომეცა. ერთხანს კურიერად ვმუშაობდი - გარეცხილი თეთრეული მანქანით დამქონდა საავადმყოფოებში, მერე თაბაშირით მაკეტების კეთება დავიწყე... ბოლოს, 10 წლის განმავლობაში დაცვის სამსახურში ვმუშაობდი, ვიდრე ავადმყოფობა მომერეოდა...…

- მგონი, ბავშვობაში ღობეებზეც ხატავდით?

- (იცინის) დიახ. ხაშურში გავიზარდე და ბავშვობაში ჩვენი ქუჩის ეზოებს იმჟამინდელმა მთავრობამ ერთნაირი რკინის ღობეები გაუკეთა. თბილისიდან ჩამოსულმა მხატვარმა ერთ-ერთი ოჯახის ღობე შიგნიდან "ჩხიკვთა ქორწილის" ეპიზოდებით მოხატა. იდეა მომეწონა და ჩვენი ღობის მოხატვაც გადავწყვიტე. ფუნჯები არ მქონდა და თითებით ვხატავდი მთებს, მდელოებს და მდინარეებს.მერე მეზობლებსაც მოუნდათ და მიკვეთავდნენ. ასე მოვხატე მთელი ბორჯომის ქუჩა. ჩვენს დასახლებას ჭალა ერქვა და მადლიერმა მეზობლებმა "ჭალელი ფიროსმანი" შემარქვეს... სხვათა შორის, მაკეტების კეთებაც ხაშურში დავიწყე. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი