ავტორი:

ბიპოლარული ტური - ოქროს სტანდარტი პროსტატის ადენომის მკურნალობაში

ბიპოლარული ტური - ოქროს სტანდარტი პროსტატის ადენომის მკურნალობაში

MMT- ჰოსპიტალი - გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბი თანამედროვე, უმაღლესი ტექნოლოგიები და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თქვენს სამსახურში.

ბიპოლარული ტური სადღეისოდ მთელ მსოფლიოში პროსტატის ადენომის მკურნალობაში ოქროს სტანდარტადაა აღიარებული. ტური არახალია საქართველოსთვისაც. კარგა ხანია გვესმის - ტური გაკეთდა, ტური გაუკეთეს, თუმცა ბევრმა არ იცის, რეალურად რას ნიშნავს ეს ტური, რით განსხვავდება მონოპოლარული ტური ბიპოლარულისგან და, საერთოდ, როგორ ტარდება ეს ოპერაცია.

ტური, საზოგადოდ, ნიშნავს ტრანსურეთრულ რეზექციას, როდესაც სპეციალური ენდოვიდეო აპარატურის დახმარებით საშარდე მილის (ურეთრის) გავლით იკვეთება შესაბამისი პათოლოგიური ქსოვილები.

ამ ტიპის ოპერაცია ანუ ტური შეიძლება ჩატარდეს საკუთრივ საშარდე მილზე, პროსტატაზე და შარდის ბუშტზე.

ტური ხორციელდება ტრანსუერთრული რეზექტოსკოპით (“რეზექცია” მოკვეთას ნიშნავს, “სკოპეო”-ვხედავ), რომელიც სპეციალური, წვრილი დიამეტრის მქონე, საშარდე მილში უპრობლემოდ გამავალი ინსტრუმენტია. მას ბოლოზე ოპტიკური ნაწილი აქვს, რომლითაც გამოსახულება შესაბამის ვიდეოკამერას, ამ უკანასკნელით კი მონიტორს გადაეცემა. მოწყობილობა ქსოვილთა მაქსიმალურად გადიდების საშუალებას იძლევა და საუკეთესო ვიზუალიზაციას ქმნის ურთულესი ქირურგიული ჩარევებისას. ინსტრუმენტის ბოლოში დამაგრებულია სპეციალური მარყუჟი, ე.წ. ელექტროდანა, რომლითაც ხდება ქსოვილების ჩამოთლა.

საყურადღებოა, რომ MMT- ჰოსპიტალში - გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში - პროსტატის ადენომების (მათ შორის დიდი ზომის წარმონაქმნების) მკურნალობა ხორციელდება “ოლიმპასის” სისტემის (მსოფლიოში ლიდერი, იაპონური კომპანიის წარმოების) აპარატურით, რომელიც ზედმიწევნით დახვეწილია და უმაღლესი დონის ვიზუალიზაციას უზრუნველყოფს. ამ კლინიკაში მაღალი კვალიფიკაციისა და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები იყენებენ ბიპოლარულ ტურს და არა ტრადიციულ მონოპოლარულს!

განვიხილოთ, რით განსხვავდება ეს ორი ტური.

მონოპოლარული ტური და მისი ნაკლოვანებები

მონოპოლარული ტურის დროს (რომელიც ტრადიციულად ბევრ კლინიკაში ტარდება) გამოიყენება სტანდარტული მონოპოლარული დანა, რომელიც რეალურად წარმოადგენს ერთ პოლუსს, ადამიანის სხეული კი (ჩვეულებრივ დამიწებული) - მეორე პოლუსს. ფაქტობრივად ელექტრული განმუხტვა წარმოებს ელექტროდანასა და ადამიანის სხეულს (ანუ ორ პოლუსს) შორის, რის საფუძველზეც ქსოვილები იკვეთება. ელექტრული იმპულსების გატარებისათვის აუცილებელია დანასა და ორგანიზმს შორის ელექტროგამტარი გარემოს შექმნა, რისთვისაც ინსტრუმენტით შეიყვანება და ოპერაციის მსვლელობისას მუდმივად ცირკულირებს სპეციალური სითხე - სორბისოლის იზოტონური ხსნარი. ეს უკანასკნელი ავსებს საშარდე მილს, პროსტატისა და შარდის ბუშტის არეს. მას ორი დანიშნულება აქვს: არეების ავსების კვალად, აფართოებს მხედველობის არეალს, ქირურგს ეხმარება სამიზნე ობიექტის-მოსაკვეთი ქსოვილების უკეთ დანახვაში და მეორე მხრივ - წარმოადგენს ელექტრობის გამტარ გარემოს.

მონოპოლარული ტურის დროს გამოყენებული სითხე მართალია ორგანიზმისათვის “მისაღები” კონცენტრაციით შეიცავს სორბისოლს (იზოტონური ხსნარია), მაგრამ დიდი უარყოფითი მხარე აქვს, რადგან გარკვეული დროის შემდეგ ორგანიზმში ჭარბი მოცულობით მოხვედრილი, სერიოზულ პრობლემებს აძლევს დასაბამს; კერძოდ, ტურსინდრომს, რომელიც ხასიათდება ჰიპერვოლემიით, გულის ფუნქციობის დარღვევით, შეშუპების განვითარებითა და სხვა გართულებებით. მონოპოლარული ტურის ყველაზე დიდი მინუსი სწორედ დასახელებული სითხეა, სწორედ სორბისოლის უარყოფითი გავლენის გამო მონოპოლარული ტურის ერთ საათზე მეტხანს გაგრძელება არ არის რეკომენდებული! წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერაციის მსვლელობისას ქსოვილთა მოკვეთის კვალად გაშიშვლებული ვენებით მოცირკულირე სისხლში მაღალი წნევით გადასული ჭარბი სითხე შესაბამის გართულებებს აძლევს დასაბამს. ამგვარად, ოპერაციის წარმოება მონოპოლარული ტურით დროში შეზღუდულია! სწორედ ამის გამოა თანამედროვე გზამკვლევებით (“გაიდლაინებით”) რეკომენდებული მონოპოლარული ტურის გამოყენება მხოლოდ 80 გრამზე ნაკლები წონის პროსტატების შემთხვევაში. ბუნებრივია, უფრო დიდი ზომის ადენომების ოპერირებას ანუ უფრო დიდი წონის პროსტატებზე მანიპულირებას მეტი დრო სჭირდება (ერთ საათში ვერ ესწრება პათოლოგიური ქსოვილის სრულად ლიკვიდაცია), შესაბამისად, მეტია ალბათობა იმისა, რომ სითხე დიდი რაოდენობით დაგროვდეს ორგანიზმში და განვითარდეს ტურსინდრომი.

მონოპოლარული ტურის მეორე ნაკლოვანება სისხლდენის შეჩერების შედარებით ნაკლები პოტენციალია (ბიპოლარული ტურის ეს უნარი ბევრად ოპტიმალურია!).

ადვილი წარმოსადგენია, ძლიერი სიხლდენის გამო მხედველობის არე სისხლით ივსება, ქირურგი პრაქტიკულად ვერაფერს ხედავს, ეს ახანგრძლივებს ოპერაციას, მეტია ალბათობა არასწორი მანიპულირების, ჯანსაღ ქსოვილთა დაზიანების, რის გამოც ხშირად იძულებულნი არიან კიდეც შეწყვიტონ ოპერაცია.

გაითვალისწინეთ, MMT- ჰოსპიტალში – გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში -სპეციალისტები ამ სიძნელეებს არ აწყდებიან! აქ ოპერაციები წარმოებს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, თანამედროვე სრულყოფილი და დახვეწილი აპარატურით მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად! ამ კლინიკაში გამორჩეულ პროფესიონალთა გუნდია!

MMT- ჰოსპიტალში – გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში - პროსტატის ადენომას ბიპოლარული ტურით, პლაზმური ვაპორიზაციითა და ენუკლეაციით მკურნალობენ!

ბიპოლარული ტური და მისი უპირატესობანი

ბიპოლარული ტური პრინციპულად ახალი, უფრო სრულყოფილი და მეტად დახვეწილი ტექნოლოგიაა. ის ვაპორიზაციასა და ენუკლეაციასთან ერთად მონოპოლარული ტურისათვის დამახასიათებელი ყველა პრობლემის გადალახვის საშუალებას იძლევა.

რას გულისხმობს ბიპოლარული ტური: ოპერაცია ტექნიკურად ისევე სრულდება, როგორც მონოპოლარული ტურის დროს, მიდგომა ამ შემთხვევაშიც საშარდე მილიდან ანუ ტრანსურეთრულად ხდება, გამოიყენება ენდოვიდეო აპარატურა, საჭიროა სითხე მხედველობის არის გასაფართოვებლად, თუმცა, რადიკალური განსხვავებაა ყველა ასპექტით - ბიპოლარული ტურის დროს ელექტრული განმუხტვა ხდება ელექტროდანის ორ პოლუსს შორის (და არა დანასა და სხეულს შორის), შესაბამისად, ადგილობრივად განვითარებული ძალიან მაღალი ტემპერატურა ეფექტურ კოაგულაციას უზრუნველყოფს, ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლდენის გაჩერების ხარისხი მაღალია, რაც მთავარია, სორბისოლის იზოტონური ხსნარის ნაცვლად გამოიყენება ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელიც ორგანიზმისათვის ადვილად “მონელებადია”, სისხლში დიდი რაოდენობით მოხვედრის შემთხვევაშიც ზიანს არ აყენებს ორგანიზმს, თირკმელების ნორმალურად ფუნქციობის პირობებში უპრობლემოდ გამოიდევნება.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ბიპოლარულ ტურს აქვს უზარმაზარი პლუსი - ექიმი არ იზღუდება დროში, შეუძლია ოპერაცია ერთ საათზე მეტხანსაც აწარმოოს, თამამად იმუშაოს დიდი ზომის (წონის) პროსტატებზეც. ბიპოლარული ტურის დროს კოაგულაცია-ვიზუალიზაცია ბევრად უკეთესია, ვიდრე მონოპოლარულის დროს, აქედან გამომდინარე, ქსოვილთა მოკვეთის, ჭრის პარალელურად სისხლდენის შეჩერებაც (კოაგულაციაც) მაქსიმალურად ეფექტურად ხდება და ქირურგს პრაქტიკულად უსისხლო გარემოში უხდება მანიპულირება.

ამ თვისებების გამოა, რომ სადღეისოდ ბიპოლარული ტური მთელ მსოფლიოში პროსტატის ადენომის მკურნალობაში ოქროს სტანდარტადაა აღიარებული. მას დიდი უპირატესობა აქვს კრიოდესტრუქციასთან, ლაზერულ, მაღალსიხშირულ ულტრაბგერით, რადიოტალღურ თუ სხვა სახის აბლაციებთან.

ბიპოლარული ტური წარმატებით გამოიყენება არა მხოლოდ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის, არამედ შარდის ბუშტის ზედაპირული (სანათურში მზარდი) წარმონაქმნების მოსაშორებლად, ასევე გინეკოლოგიურ პრაქტიკაში, ჰისტერორეზექტოსკოპიის სახით საშვილოსნოს ღრუში არსებული კვანძების ლიკვიდაციისათვის.

ასე რომ, ეწვიეთ თანამედროვე ტექნოლოგიების ჰოსპიტალს! მიიღეთ მაღალკვალიფიციური დახმარება! ჩაიტარეთ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა! MMT- ჰოსპიტალი – გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბი ხომ წამყვანი და გამორჩეული კლინიკაა!

რას ნიშნავს პლაზმური ვაპორიზაცია

ვაპორიზაცია ბიპოლარული ტურის შემდგომი განვითარებაა. ამ ტექნოლოგიის დროსაც გამოიყენება ელექტროდანა, ოღონდ სხვაგვარი განმუხტვის. ვაპორიზაციის დროს იმდენად ძლიერად ხურდება ელექტროდის დაბოლოება, რომ წარმოიქმნება პლაზმა (ცეცხლის ალივით), რომელიც წყლად და ნახშირორჟანგად შლის ქსოვილებს, ფაქტობრივად პათოლოგიური ქსოვილი ორთქლდება და შეყვანილ (მოცირკულირე) ფიზიოლოგიურ ხსნარში იხსნება.

ვაპორიზაცია გამოიყენება როგორც ცალკე, დამოუკიდებლად, ასევე ბიპოლარულ ტურთან და ენუკლეაციასთან კომპლექსში. ნახეთ ვიდეო, როგორ ტარდება პლაზმური ვაპორიზაცია:http://mmt.ge/archives/676

ის განსაკუთრებით მოსახერხებელია ძლიერი სისხლდენით მიმდინარე ოპერაციებისას:

• როდესაც პაციენტს დაქვეითებული აქვს კოაგულაცია (სისხლის შედედება); სხვადასხვა მიზეზის გამო დიდი დოზით იღებს ანტიკოაგულაციურ პრეპარატებს;

• პროსტატის კიბოს დროს, როდესაც შეუძლებელია რადიკალური (ღია წესით) ოპერაციის ჩატარება და პალიატიური ოპერაციის საჭიროებაა (ჩვეულებრივ, ადენომისგან განსხვავებით ავთვისებიანი წარმონაქმნი – კიბო, ბევრად სისხლმდენია, შესაბამისად, კოაგულირების პროცესი ამ დროს ძალიან რთულია).

ვაპორიზაცია შეუცვლელია შარდის ბუშტის მულტიფოკალური სიმსივნეების დროს, როდესაც ბუშტში უამრავი წვრილ-წვრილი წარმონაქმნია. ჩვეულებრივ, მათი ცალ-ცალკე რეზეცირება (მოკვეთა) ძალიან რთულია, ასეთ დროს უფრო მოხერხებულია მათი უსისხლოდ აორთქლება (ვაპორიზაცია).

რას გულისხმობს ენუკლეაცია

ენუკლეაციის დროს ფაქტიურად კეთდება ის, რასაც ღია წესით ოპერაციისას აწარმოებენ. ტურისთვის განკუთვნილ რეზექტოსკოპში ცვლიან ელექტროდს, შეჰყავთ სპეციალური ორმაგი თავის მქონე მოწყობილობა, რომლის ერთი თავი ბიპოლარული ელექტროდანის როლს ასრულებს, მეორეს კი მექანიკური ფუნქცია აქვს. დახელოვნებულ, გამოცდილ ქირურგს ელექტროდი ზუსტად შესაბამის შრეში, პროსტატის კაფსულასა და ადენომის ქსოვილს შორის შეჰყავს და კოაგულაციის თანმხლებ რეჟიმში ქსოვილთა განცალკევებას ანუ ადენომის “ამოკაკვლა-ამოსახსვრას” ახორციელებს. პროცედურას ხშირად ადარებენ მწიფე ფორთოხლისათვის თითით ქერქის აშრევების პროცესს (წარმოსახვისათვის, ფორთოხლის ქერქი ანუ პროსტატის კაფსულა რეალურად წინამდებარე ჯირკვლის დაპრესილი ქსოვილია, ფორთოხლის გული კი ადენომა - ჰიპერპლაზირებული ქსოვილი).

ბიპოლარული ენუკლეაცია

ამოსახსრულ-ამოღებული ადენომა მორსელატორით იშლება ნაწილებად და გამოიტანება. ენუკლეაცია განსაკუთრებით მოსახერხებელია დიდი პროსტატების შემთხვევაში, რადგან ბევრი ჭრა დიდი ზომის ადენომების დროს, ჯანსაღი ქსოვილის დაზიანების, კაფსულიდან გაცდენის საშიშროებას ქმნის, ამიტომაც მიზანშეწონილი და რეკომენდებულია დიდი ზომის ადენომის კაფსულიდან ამოგდება და შემდგომ მისი დაჭრა-დანაწევრება. კარგი ვიზუალიზაციის პირობებში ეფექტური კოაგულაციის ფონზე ენუკლეაციით შესაძლებელია 120, 140, 190 და 200 გრამიანი ადენომების მკურნალობა.

ბიპოლარული ელექტროდი

ამგვარად, ბიპოლარული ტური სამივე მეთოდის (რეზექცია, ვაპორიზაცია, ენუკლეაცია) კომბინაციის საშუალებას იძლევა. თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით ქირურგს თავისუფლად მანიპულირების საშუალება აქვს, შეუძლია პროსტატის ზომის შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, ოპერაციის მსვლელობის პროცესში გამოვლენილ თავისებურებათა გათვალისწინებით ცვალოს ელექტროდები, ერთი მეთოდიდან მეორეზე გადაერთოს, საჭიროებისამებრ სამივე ტექნოლოგია გამოიყენოს და პათოლოგიური ქსოვილი მაქსიმალური სიზუსტით, სრულფასოვნად, გართულებების გარეშე ამოკვეთოს. მთავარია პროფესიონალთა გამოცდილი და დახელოვნებული მარჯვენა, თანამედროვე სრულყოფილი ტექნოლოგიები, პაციენტებისადმი თავდადება და გულისხმიერება.

ეს ყველაფერი კი ერთად არის წარმოდგენილი MMT- ჰოსპიტალში!

MMT- ჰოსპიტალი - გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბი - წამყვანი კლინიკა საქართველოში! ნუ გადადებთ ვიზიტს, მიმართეთ MMT ჰოსპიტალს: ლუბლიანას ქ. N#5, მე-9 სართული. ტელ: 2 23 40 23; მობ: 571–311–155

http://mmt.ge/

R

თინათინ გოცაძე

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის