ავტორი:

უნიქარდის 2მაგად მომგებიანი გათამაშება დაიწყო

უნიქარდის 2მაგად მომგებიანი გათამაშება დაიწყო

უნიქარდის ორმაგად მომგებიანი გათამაშება დღეიდან დაიწყო და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ეს ყველაზე მასშტაბური გათამაშებაა, რომელსაც 10 000-ზე მეტი გამარჯვებული ეყოლება.

გათამაშება უპრეცედენტოა, როგორც სუპერპრიზების, ასევე მომენტალური პრიზების რაოდენობით- თამაშდება 10 სუპერპრიზი და 10 000მომენტალური პრიზი.

გათამაშების ათივე სუპერპრიზი ორმაგად სასარგებლო და მომგებიანია:

2 ბინა ლისზე, ტერასა ჯგუფისგან - იცხოვრე ან გააქირავე;

2 ტოიოტაპრიუსი, #1 ჰიბრიდი - დაზოგე საწვავი და გაუფრთხილდი ბუნებას;

2 ელექტროსკუტერი ექსკლუზიურად I სპეისისგან - ეკონომიური და ეკოლოგიური;

2 ორკაციანი, დაუვიწყარი მოგზაურობა, მათ შორის ერთი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ითვალისწინებს ექსკურსიას ნასას ცენტში, ხოლო მეორე ვენეციაში, ვენეციის კარნავალზე;

2 ხელფასი - უნიქარდის 5000 ქულაყოველთვიურად, 1 წლის განმავლობაში -დაზოგე თანხა და დააგროვე უნიქადის ქულები.

გარდა ამისა, თამაშდება 10 000 მომენტალური პრიზი - iPhoneX და საყოფაცხოვებო ტექნიკა ალტაოქეისგან, საწვავის და მანქანის რეცხვის ტალონები ვისოლისგან, სპარის და ავერსის ვაუჩერები, ვეჯვუდის ჭურჭელი და ვაუჩერები, ასევე ტანსაცმლის, ტექსტილის, კინოს ვაუჩერები, უნიქარდის ქულები და სხვა.

ყოველდღიურად უნიქარდის გათამაშებას 300-მდე გამარჯვებული ეყოლება.

გათამაშების პარტნიორები არიან: ვისოლი, ავერსი, ალტაოქეი, სპარი, ეკოგაზი, კავეა, ვეჯვუდი, უპერა.

გათამაშებაში ჩართვა მარტივია და ბილეთის მიღების 4 გზა არსებობს:

1. ბართის მფლობელები უნიქარდის ნებისმიერ პარტიორთან, ჯამურად ან ერთჯერადად დაგროვებულ ყოველ 10 ქულაზე გათამაშების 2 ელექტრონულ ბილეთს მიიღებენ.

2. მომხმარებელს შეუძლია, ასევე უნიქარდზე დაგროვებული ქულები გადაცვალოს გათამაშების ბილეთებში. უნიქარდის 15 ქულის სანაცვლოდ 2 ბილთის მიღებაა შესაძლებელი.

3. გათამაშების ბილეთებს მიიღებენ ის მომხმარებლები, რომლებიც უნიქარდის ვებგვერდზე პერსონალურ მონაცემებს განაახლებენ.

4. ბილეთების მიღება შესაძლებელია, ასევე, უნიქარდის ფეისბუქ გვერდზე სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით.

თითოეულ ბილეთს ორმაგი მოგების შანსი აქვს - მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მოიგოს როგორც მომენტალური, ასევე მთავარი პრიზი.

მომენტალური პრიზები გათამაშდება დოლურას პრინციპით ყოვედღიურად, გარდა კვირისა.

ყველა ბილეთი, მიუხედავად იმისა, მოიგებს თუ არა მომენტალურ პრიზს, პარალელურად მიიღებს მონაწილეობას სუპერპრიზების გათამაშებაში, რომელიც გაიმართება 11 ნოემბერს, 18:30 საათზე, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გაიმართება.

რაც უფრო მეტად იაქტიურებთ, მოგების შანსიც მეტად იზრდება!

უნიქარდთან ერთად მოგებული ბევრია!

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი