ავტორი:

როგორ უნდა გახდე მულტიმედია ჟურნალისტი - ისწავლეთ პროფესიონალებისგან!

როგორ უნდა გახდე მულტიმედია ჟურნალისტი - ისწავლეთ პროფესიონალებისგან!

21-ე საუკუნეში ჟურნალისტიკამ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა და წარმოიშვა ახალი მიმართულება - მულტიმედია ჟურნალისტიკა. ახლა უკვე საბოლოო ჟურნალისტური პროდუქტის შექმნაში, იქნება ეს სატელევიზიო, რადიო, პრესის თუ ციფრული მედიის პროდუქტი, ერთი ადამიანი მონაწილეობს.

შესაბამისად, აუცილებელი გახდა, რომ ჟურნალისტმა ამ პროდუქტის შექმნისთვის საჭირო ყველა მიმართულება აითვისოს. მულტიმედია ჟურნალისტი უნდა ერკვეოდეს როგორც ჟურნალისტურ ნორმებსა და სტანდარტებში, ისე ტექნიკურ მხარეში, შეეძლოს კრეატიული აზროვნება და საკუთარი პროდუქტის ვიზუალიზაცია.

„პალიტრა მედია ჯგუფის“ პრაქტიკული აკადემია სწორედ ამ მიმართულების შესწავლას სთავაზობს მსურველებს.

მულტიმედია ჟურნალისტიკის 3-თვიანი კურსის მოსწავლეები თანამედროვე ჟურნალისტურ საქმიანობას შეისწავლიან. ეს იქნება პრაქტიკული კურსი, რომლის ფარგლებშიც როგორც ჰოლდინგის პრაქტიკოსი ტრენერები, ისე მოწვეული ლექტორები მსურველებს ისე შეასწავლიან საქმიანობას, რომ მათ ჟურნალისტიკის სხვადასხვა პლატფორმაზე დასაქმება შეძლონ. კურსის უდიდესი ნაწილი პრაქტიკაზე იქნება დაფუძნებული.

კურსის შესახებ დეტალებზე „პალიტრანიუსის“ გენერალური პროდიუსერი მაკა ლომიძე გვესაუბრება:

დასარეგისტრირებლად გადადით ამ ბმულზე

- რას სთავაზობს პრაქტიკული კურსი მსურველებს?

- აღნიშნული კურსის მონაწილეები, მულტიმედია ჟურნალისტიკის ყველა ასპექტს შეისწავლიან. ჩვენს მედია სივრცეში, როგორც ტელევიზიის, ისე ონლაინ მედიის მიმართულებით მაქსიმალურად ვიყენებთ იმ შესაძლებლობებს, რომელსაც თანამედროვე მულტიმედია ჟურნალისტიკა გვთავაზობს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ახალ თაობასაც გავუზიაროთ და ამით სფეროს განვითარებასაც ხელი შევუწყოთ.

- ვის შეუძლია აღნიშნულ კურსზე სწავლა?

- პრაქტიკულ აკადემიაში სწავლა 18 წელს ზემოთ ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

- როგორ ხდება მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსზე მიღება?

- საინტერესოა მიღების ფორმაც. მსურველებმა უნდა გამოგზავნონ ვიდეორგოლი - ვინ ვარ მე. ეს უნდა იყოს მარტივი ვიდეო, თუმცა მასში პოტენციური მოსწავლეების შესაძლებლობები კარგად გამოჩნდება. პირველ ეტაპზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომლის საფუძველზეც მოხდება მათი მიღება.

- როგორია კურსის ხანგრძლივობა?

- სწავლა 3 თვე გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში იქნება თეორიული სემინარებიც, თუმცა უმეტესი დრო პრაქტიკულ საქმიანობას დაეთმობა.

- რა ღირს სწავლა?

- სწავლის ყოველთვიური ღირებულება 200 ლარია. გამორჩეული მოსწავლეები 30, 50 ან 100 პროცენტიან დაფინანსებას მიიღებენ. დაფინანსების მიღება შესაძლებელია უშუალოდ სწავლის პერიოდშიც. საუკეთესოები კი "პალიტრა მედია" ჰოლდინგში სამუშაოდ დარჩებიან.

პალიტრამედიას პრაქტიკული აკადემიის კურსზე დასარეგისტრირებლად გადადით ამ ბმულზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი