ავტორი:

გუგული მაღრაძე - თუ მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭერს ჩიბუხს, მაგრამ აუცილებელი არ არის ბოლი ამოდიოდეს

გუგული მაღრაძე - თუ მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭერს ჩიბუხს, მაგრამ აუცილებელი არ არის ბოლი ამოდიოდეს

თუკი მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭერს ჩიბუხს, მაგრამ ამოდიოდეს ბოლი, ეს აუცილებელი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების იმ ნაწილთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვით, მსახიობის მიერ თამბაქოს მოწევა დასაშვები ხდება სპექტაკლის მიმდინარეობისას, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით.

"თეატრის დროს, მხატვრული ჩანაფიქრისთვის იმის ჩვენება, რომ სიგარეტი უჭირავს, საკმარისია და ბოლის გაშვება აუცილებელი არ არის. რაც უნდა ის დაიჭიროს, მაგრამ ზიანი სხვას არ უნდა მიაყენოს. თუკი მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭერს ჩიბუხს, მაგრამ ამოდიოდეს ბოლი, ეს აუცილებელი არ არის, ამიტომ მიმაჩნია, რომ მხატვრულ-შემოქმედებითი განზრახვებიდან გამომდინარე, ეს აუცილებლობა არ არის. ასევე უკან დახევაა, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაშვებული გამონაკლისი და ამ ნაწილში კანონპროექტისთვის მხარის დაჭერა ძალიან გამიჭირდება", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც თამბაქოს მოხმარების კუთხით დაწესებული შეზღუდვები, აკრძალვები და სანქციები გარკვეულწილად მსუბუქდება.

ამ მიმართულებით “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი კომიტეტის წევრებს აკაკი ზოიძემ გააცნო. როგორც დეპუტატმა განმარტა, თამბაქოსთან დაკავშირებით მიღებულმა აკრძალვებმა და რეგულაციებმა პრაქტიკაში, აღსრულების კუთხით გარკვეული ხარვეზები გამოავლინა, რამაც კანონებში ცვლილებების შეტანის საჭიროება წარმოშვა.

"20 ათასზე მეტი ადამიანი შემოწმდა, მათგან ტემპერატურა 25-ს დაუფიქსირდა, საყურადღებოა 2 პაციენტი" - ბოლო ცნობები მარნეულიდან და ბოლნისიდან

LIVE: "360 გრადუსი" - ცხოვრება ჩაკეტილ ქალაქში

შეზღუდვები, რომლებიც დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს