ავტორი:

ხელოვნების სტუდია გლდანში, სადაც თქვენს შვილებს „იქს ფაქტორის“, „ნიჭიერის“ მონაწილეები და სხვა პროფესიონალები  ასწავლიან

ხელოვნების სტუდია გლდანში, სადაც თქვენს შვილებს „იქს ფაქტორის“, „ნიჭიერის“ მონაწილეები და სხვა პროფესიონალები  ასწავლიან

ხელოვნების მიმართ ინტერესი და სიყვარული ადამიანთა უმრავლესობას ბავშვობიდანვე უყალიბდება, მათ ამაში ხელს ისიც უწყობს, რომ მშობლები ცდილობენ პატარები სხვადასხვა სტუდიაში თუ ხელოვნების წრეებზე ატარონ. ეს ბავშვებს ფანტაზიის, მეხსიერების, მეტყველების, ლექსიკის, მუსიკალურობის, პლასტიურობისა და სხვა იმ თვისებების განვითარებაში ეხმარება, რაც აუცილებელია ადამიანის ჩამოყალიბებისთვის.

ახლახან, თბილისის ყველაზე დიდ და მჭიდროდ დასახლებულ უბანში - გლდანში, ხელოვნების სტუდია „კალისტა“ გაიხსნა. სტუდიის შესახებ მის დამფუძნებელს ხათუნა პეტრიაშვილს ვესაუბრეთ და მისგან საინტერესო სიახლეები მოვისმინეთ.

რა ასაკიდან შეუძლიათ პატარებს კალისტა სტუდიოში მოხვედრა და რა დროს ტარდება გაკვეთილები?

ბავშვებს 3 წლის ასაკიდან შეუძლიათ კალისტა სტუდიოს ზღაპრულ სამყაროში მოხვდნენ. მათთვის სპეციალური პროგრამაა შემუშავებული, რაც გულისხმობს მეცადინეობებს შაბათ-კვირას. თავისუფალ დროს ბავშვის სასარგებლო საქმიანობით დაკავება მისი განვითარების საწინდარია და საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ პატარებმა სმარტფონებსა და კომპიუტერთან დიდი დრო არ გაატარონ.

ჩვენ გვაქვს თინეიჯერებისთვის განკუთვნილი პროგრამაც, რომელიც სამუშაო დღეებში განხორციელდება. მასწავლებლები იქნებიან იქს ფაქტორისა და ნიჭიერის მონაწილეები, რომლებიც ვოკალში, გიტარასა და ფორტეპიანოზე დაკვრაში მოამზადებენ მოზარდებს.

ხელოვნების რომელი დარგების შესწავლაა შესაძლებელი თქვენს სტუდიაში და რამდენად ხელმისაწვდომია სწავლა?

ბალეტი, ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვები, ფორტეპიანო, გიტარა, ვოკალი, ხატვა და ძერწვა, - ხელოვნების ამ დარგებს შეასწავლიან მოსწავლეებს კალისტა სტუდიოში. თითოეული წრის ღირებულება 25 ლარიდან იწყება, ფასში შედის ის ნივთებიც, რომლებიც ბავშვებს სწავლის პროცესში დასჭირდებათ.

რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ პედაგოგები?

პირველ რიგში, პედაგოგები არიან სერტიფიცირებული, თავიანთი საქმის პროფესიონალები, ასევე აუცილებელია მათ ჰქონოდათ პატარებთან მუშაობის გამოცდილება. მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა მეცადინეობებზე ხალისით, დაძალების გარეშე იარონ, - ყველაფერში დაცულია ბავშვის უფლებები.

გვითხარით, თუ რა არის პრიორიტეტი კალისტა სტუდიოს გუნდისთვის?

კალისტა სტუდიოს გუნდისთვის, პრიორიტეტი პატარების კეთილდღეობა და მათი მშობლებისთვის კომფორტის შექმნა გახლავთ. აქ მშობლებმა ზუსტად იციან, როდის იწყება მეცადინეობა და როდის მთავრდება ის. მშობლებისთვის კომფორტია ისიც, რომ ყველა ოთახი ვიდეო კამერებითა და ხმის ჩამწერი მოწყობილობით არის აღჭურვილი, ჩვენთან, მასწავლებლებთან ერთად მუშაობენ მენეჯერები და ისინი აკვირდებიან სწავლის პროცესს. სრულად გვაქვს დაცული შენობის უსაფრთხოება, მოქმედებს სახანძრო სიგნალიზაცია.

მოკლედ მოგვიყევით წრეების შესახებ, ბავშვებში რა თვისებების განვითარებას უწყობენ ხელს ისინი?

ხატვა, აპლიკაცია ძერწვა - ავითარებს მხედველობის აღქმას, მეხსიერებას, მისი მეშვეობით მოზარდი ეცნობა ფორმებს, ზომებს, მიმართულებებს, უღვივდება ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, უვითარდება ფანტაზია, ესთეტიკური აღქმა, ნებისყოფა, სწავლობს განწყობის გამოხატვას.

ბალეტი - ავითარებს: კოორდინაციას, პლასტიურობას, დინამიურობას, მახსოვრობას მუსიკალურობას. აყალიბებს: დისციპლინას, ყურადღების კონცენტრირებას. ადრეულ ასაკში პატარებს აძლევს დახვეწილ მანერებს, გრაციოზულობას და ხელს უწყობს კულტურის განვითარებას.

დიორამა - არის ტექსტის მიხედვით შექმნილი სამგანზომილებიანი სცენა. მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს ტექსტის გაგება-გააზრებას, დეტალების დამახსოვრებას, ტექსტის გაცოცხლებით კი დიდ სიამოვნებას იღებენ პატარები. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ მოტორიკის განვითარება პირდაპირ კავშირშია თავის ტვინის უჯრედების განვითარებასთან. რაც უფრო განვითარებულია მოტორიკა, მით უფრო ხელმარჯვეა ბავშვი და განვითარებულია გონებრივად.

კალისტა სტუდიოში ამ და ხელოვნების ისეთ დარგებზე შესაყვანად, როგორიცაა ქართული ცეკვა, გიტარა და ვოკალი - მშობლებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

ან ეწვიეთ კალისტა სტუდიოს ფეისბუქის გვერდს.

მისამართი: გლდანი, ხიზაბავრას ქუჩა, #7

ტელეფონი: 568 48 09 09; 568 48 00 55

R

თეკლე ჯანელიძე

ავტონაწილების ელექტრონული გაყიდვების სრული კომპლექტი და Geoparts.ge-ს მარაგი, რომლის წყალობითაც საქართველოში ავტონაწილების დეფიციტი უახლოეს თვეებში არ იქნება

დავით ნარმანია USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ღია მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს