ავტორი:

რატომ მოდიან ირანელები საქართველოში?

რატომ მოდიან ირანელები საქართველოში?

ამერიკულ გამოცემაში «Al-Monitor» გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "რა იზიდავთ ირანელებს საქართველოში?", რომლის ავტორიც რუჰოლა ფაგიჰია.

სტატიაში ვკითხულობთ:"ირანელები, რომლებსაც ქვეყანაში დღეს არსებული ეკონომიკური სიტუაცია "ყელში აქვთ ამოსული", იმედის მზერას ისტორიულად საოცნებო ქვეყანას აპყრობენ: საქართველო მათთვის ევროპაში გასასვლელ კარს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც ორ სახელმწიფოს შორის 2016 წელს უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, კავკასიურ ქვეყანაში წამსვლელ ირანელთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. უკვე ბევრი ირანელი ფიქრობს საქართველოში დამკვიდრებას, სადაც საცხოვრებელი ბინის ქირა, ცხოვრების ღირებულება და ინფლაციის დონე (2,8%) ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ირანში (9,4%).

როგორც საქართველოში ირანის ელჩის სეიედ ჯავად ყავამშაჰიდის მიერ 24 აგვისტოს გაცხადებული მონაცემები მოწმობს, უვიზო რეჟიმის შეთანხმებაზე ხელმოწერამ ხელი შეუწყო ირანელთა დაინტერესებას საქართველოს მიმართ და შედეგმაც არ დააყოვნა: ბოლო 12 თვის განმავლობაში ქვეყანას 323 ათასი ირანელი ეწვია და თუ ასეთი ტემპი გაგრძელდება, მომავალ წელს რაოდენობა შეიძლება ერთ მილიონამდე გაიზარდოს.

ირანელების ინტერესი საქართველოსადმი ნაწილობრივ ორი ქვეყნის ისტორიული და კულტურული ურთიერთობების სპეციფიკით არის გამოწვეული:დღევანდელი საქართველო მე-19 საუკუნემდე გარკვეულ პერიოდებში სპარსეთის იმპერიის სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფებოდა. XVI საუკუნეში სეფევიდების დინასტიის გავლენიანმა შაჰმა თამაზ I-მა ტყვედ ჩაიგდო და სპარსეთში წაიყვანა 10 ათასობით ქართველი, რომლებმაც მოგვიანებით ერთობ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს იმპერიის სამოქალაქო და სამხედრო ბიუროკრატიაში.

მაგრამ ირანელთა უმეტესობისათვის საქართველოს მიმართ გაჩენილ ინტერესს უფრო ეკონომიკური საფუძველი აქვს, ვიდრე კულტურული. ამერიკის მიერ გამოცხადებულმა სანქციებმა ირანელთა ცხოვრების დონის დაცემა და მათი მსყიდველობითი უნარის შემცირება გამოიწვია და ამიტომ ჩვეულებრივი მოქალაქეები, განსაკუთრებით კი საშუალო ფენის წარმომადგენლები ამ მეზობელ ქვეყანაში ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ: ისინი თავს შედარებით დაცულად იგრძნობენ - არ დაზარალდებიან ეკონომიკური სიტუაციისა და დასავლური ემბარგოსაგან.

ირანელების მომრავლებამ საქართველოში თვით ირანის პოლიტიკური წრეების ყურადღებაც მიიპყრო: პარლამენტის წევრმა მეჰრად ლაჰუთიმ შეშფოთება გამოხატა, რომ ირანის მოქალაქეები ინვესტიციების ჩადებას სამშობლო ქვეყნის ნაცვლად, საქართველოში ცდილობენ. ადგილობრივი მასმედიის ცნობით, 26 აგვისტოს დეპუტატს ასე უთქვამს: "ადრე ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ინვესტიციებს მხოლოდ მდიდარი ირანელები დებდნენ, ახლა ამას თითქმის ყველა ფენის წარმომადგენელი აკეთებს. რამდენიმე დღის წინ ქიმწმენდაში ვიყავი და მფლობელმა მითხრა, საქართველოში სახლი ვიყიდეო".

თეირანის ტურისტული კომპანიები, რომლებიც ირანის მოქალაქეებს საქართველოში ბინადრობის უფლების მიღებაში ხელს უწყობენ, აცხადებენ, რომ თხოვნების რაოდენობამ იმატა. მიზეზების გასარკვევად Al-Monitor-ის კორესპონდენტი ესაუბრა თეირანში არსებული რამდენიმე კომპანიის თანამშრომლებს.

"სხვათაშორის კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც" - ამირან გამყრელიძე

"მეუღლე მიყვებოდა - პარკში ერთი ბავშვი მეორეს ჩაეხუტა, დედები ცდილობდნენ ისინი ერთმანეთს მოეწყვიტათ... ძნელი საყურებელია" - იმნაძე

როგორ და სად უნდა დაგეგმოთ ზაფხულში ბავშვებთან ერთად დასვენება - პაატა იმნაძის განმარტება კითხვაზე