ავტორი:

რა ფასად იყიდება ძველი ნივთები, რომლებიც სახლში მოგეპოვებათ და რას ეძებს "მშრალ ხიდზე" მყიდველი

რა ფასად იყიდება ძველი ნივთები, რომლებიც სახლში მოგეპოვებათ და რას ეძებს "მშრალ ხიდზე" მყიდველი

თბილისელებმა და თბილისში ჩამოსულმა სტუმრებმა კარგად იციან, ე.წ. მშრალი ხიდის ბაზრობის შესახებ. რა ნივთს არ ნახავთ აქ - განსაკუთრებულს და არაფრით გამორჩეულს, ძვირფასსა და უბრალოს; ერთი შეხედვით, თითქოს გამოუსადეგარსაც, თუმცა როგორც გავიგე, ყველა ნივთს შეიძლება თავისი მყიდველი ჰყავდეს. ბაზრობის ერთ-ერთ გამყიდველს გავესაუბრე. იგი გახლავთ პედაგოგი ოთარ ჩხაიძე, საშუალო სკოლაში 24 წელი მუშაობდა, სამეურნეო დარგში დირექტორის მოადგილე იყო და შრომის საათები მიჰყავდა. როცა სკოლიდან დაითხოვეს, ამ ბაზრობაზე „დასაქმდა“. ვთხოვე, გასაყიდი ნივთების შესახებ დაწვრილებით მოეყოლა.

- მეფის იმპერიის და საბჭოთა პერიოდის რუსული მონეტები მაქვს. ესენი სპილენძისაა, 2-3, მაქსიმუმ ხუთ ლარამდე ღირს. ძვირფასი ვერცხლის მონეტებია. არის ნიკოლოზისა და ეკატერინეს დროინდელი ვერცხლის მონეტები. სამამულო ომის მონაწილეების სამკერდე ნიშნები, მედლები და ჯილდოები - ნახეთ რამდენია. ამათ შორისაც განსხვავებაა, უბრალოს ასლებს ეძახიან. არის ძვირფასიც, ისინი მოოქროვილია. ამასწინათ მოიტანა ერთმა კაცმა ბაბუის მედლები - არაფერი ძვირფასი. რაღაც ორლარიანი სამკერდე ნიშნები იყო, რაც უკვე მქონდა.

- მარკების ფასების შესახებ მითხარით?

- დიდი არაფერი, 10-20 თეთრი ღირს. ჩვეულებრივის გარდა, გერმანული მარკებიც არის. ზოგს საკოლექციოდ უნდა, ან ბავშვებისთვის, ხან მთელი ოჯახი მოდის შესარჩევად. მარკები ისეც მაქვს და ალბომებშიც, სადაც ცალ-ცალკეა ჩადებული და უფრო ლამაზია დასათვალიერებლად. მთავარი მყიდველია, მინდა დავაინტერესო.

- ძირითადად, რას ეძებს მყიდველი?

- ვის მარკები, ვის ქაღალდის ბონები უნდა. არის რუსული ფული - ჩერვონცები, 1919 წლის ათას მანეთიანები, საქართველოს რესპუბლიკის ბონი... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი