ავტორი:

საფეხბურთო კლუბი „იუვენტუსი“ და საქართველოს ეროვნული ლატარია მსოფლიო დონის ფეხბურთის და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას უწყობენ ხელს

საფეხბურთო კლუბი „იუვენტუსი“ და საქართველოს ეროვნული ლატარია მსოფლიო დონის ფეხბურთის და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას უწყობენ ხელს

თბილისში ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო კლუბის "იუვენტუსის’’ მწვრთნელები "იუვენტუსის საფეხბურთო ბანაკში’’ ქართველ მოზარდებს მსოფლიო კლასის ფეხბურთში ავარჯიშებდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანიიდან აცნობეს, მათი დაფინანსებით "იუვენტუსის საფეხბურთო ბანაკში’’ ოთხი ნიჭიერი ფეხბურთელი ბავშვი ვარჯიშობდა. ბანაკის დასრულების შემდეგ მათ "იუვენტუსის’’ საფეხბურთო კლუბის სიგელები და სამახსოვრო მედლები გადაეცათ.

საქართველოში "იუვენტუსის საფეხბურთო ბანაკი’’ ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთის’’ თაოსნობით მოეწყო. საქართველოს ეროვნული ლატარია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.

საქართველოს ეროვნული ლატარიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტის განვითარების ხელშეწყობაა; სწორედ ამიტომ კომპანია მომავალშიც გააგრძელებს საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო დონის აქტივობების მხარდაჭერას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი