ავტორი:

რა განმარტებას აკეთებს ნევროლოგი ვანო მერაბიშვილის დიაგნოზზე

რა განმარტებას აკეთებს ნევროლოგი ვანო მერაბიშვილის დიაგნოზზე

ნერვოლოგ გიორგი გეგელაშვილის განმარტებით, ჰორნერის სინდრომი, რა დიაგნოზიც ვანო მერაბიშვილს დაუსვეს, ბევრმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის კისრის სიმსივნემ, ინსულტმა ან უბრალოდ შაკიკმა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გეგელაშვილმა განუმარტა, ჰორნერის სინდრომი სიმპტომების ერთობლიობაა და ეს სიმპტომებია: ქუთუთოს ჩამოშვება, გუგის გაფართოება, ფერადი გარსის შეფერილობის ცვლილება და თვალის არასწორი დგომა. ნერვოლოგი ამბობს, რომ შესაძლოა ადამიანს ჰორნერის სინდრომი დაბადებიდან ჰქონდეს თანდაყოლილი, მაგრამ სიმპტომებმა თავი არასდროს იჩინოს.

„სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის ღეროს დაზიანებამ, შეიძლება შეგვხდეს ასევე ინსულტის დროს, კისრის სიმსივნის დროს. შეიძლება ძალიან დიდი უცხო სხეული იყოს კისერში და იმან გამოიწვიოს ანუ ჰორნერის სინდრომი შეიძლება ბევრმა დაავადებამ გამოიწვიოს, მათ შორის შეიძლება შაკიკის დროსაც განვითარდეს, მაგრამ შაკიკის დროს ტკივილთან ერთად გაივლის“, - განაცხადა გიორგი გეგელაშვილმა.

ნერვოლოგი ასევე შს ყოფილი მინისტრისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისთვის დადგენილ სამივე დიაგნოზსაც აფასებს და არ გამორიცხავს, რომ ჰორნერის სინდრომი ამ შემთხვევაში ცრუდ იყოს გამოხატული.

„ვაზომოტორული რინიტის და ბლეფარო-კონიუნქტივიტის დროს შეიძლება ჰორნერი ცრუდ მოგვეჩვენოს ან შეიძლება არ იყოს ნამდვილი ჰორნერი. სიმპტომებს შორის, რომელიც მანამდე ჩამოვთვალე, პირველი ვთქვი ქუთუთოს დაშვება და ქუთუთო თუ შეშუპდა, მკვლევარს ეჩვენება, რომ ის არის დაშვებული. სინამდვილეში დაშვებული კი არა გადაფარებულია უბრალოდ ნაპრალზე, იმის გამო, რომ ზომებშია გადიდებული. ბლეფარიტის დიაგნოზი რომ შეეშალოს ადამიანს, იშვიათად ხდება. თუ ბლეფარიტი კარგად გამოხატულია და ეჩვენება, რომ თვალი ოდნავ ჩაწეულია, შეიძლება თქვას, რომ ჰორნერის სინდრომია. რაც შეეხება ვაზომოტორულ რინიტს რასაც ვაკვირდებოდი, მერაბიშვილს ჰქონდა ეს პრობლემა, რადგან საუბრის დროს სუნთქვაში უშლიდა ხელს და ცოტა ცხვირში ლაპარაკობდა“, - აღნიშნა გიორგი გეგელაშვილმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური შს ყოფილი მიბნისტრის ვანო მერაბიშვილისთვის დასმულ დიაგნოზს ასაჯაროვებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მერაბიშვილს ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი დაუდგინდა. ამასთან სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ მერაბიშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი