ავტორი:

დიდი ბრიტანეთის შეფილდის უნივერსიტეტის აღმასრულებელი MBA-ს ყოველწლიური სასწავლო კვირა - უნიკალური გამოცდილება ქართველებისთვის

დიდი ბრიტანეთის შეფილდის უნივერსიტეტის აღმასრულებელი MBA-ს ყოველწლიური სასწავლო კვირა - უნიკალური გამოცდილება ქართველებისთვის

მენეჯერებსა და ბიზნეს პროფესიონალებს, რომლებიც ესწრებოდნენ the University of Sheffield Executive MBA პროგრამას თბილისში, ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ დიდი ბრიტანეთის შეფილდის უნივერსიტეტის აღმასრულებელი MBA-ს ყოველწლიურ სასწავლო კვირაში, იმ 6 ქვეყნის მონაწილეებთან ერთად, რომლებშიც მიმდინარეობს აღნიშნული სასწავლო პროგრამა.

აღმასრულებელი MBA-ს პროგრამის სტრუქტურა მოიცავს შეფილდის წლიურ სასწავლო კვირას, რომელიც ყოველწლიურად ტარდება შეფილდის უნივერსიტეტში, ის აძლიერებს პროგრამის საერთაშორისო ხასიათს, იძლევა ბრწყინვალე ნეთვორქნინგის საშუალებას და ამდიდრებს საგანმანათლებლო გამოცდილებას ყველა MBA სტუდენტისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ხვდებიან გაერთიანებულ მეცადინეობებში. სასწავლო კვირის განმავლობაში სწავლების პარალელურად მონაწილეები ჩართულნი არიან სხვადასხვა სახის აქტივობებში. ისინი ამდიდრებენ თავიანთ გამოცდილებასა და ცვლიან საუკეთესო პრაქტიკებს სხვა კულტურის წარმომადგენლებს, ქვეყნებსა და ინდუსტრიებს შორის.

ამ საერთაშორისო ნაზავის შედეგი ყოველთვის შთამბეჭდავი და სარგებლის მომტანია. ყოველწლიურად ტარდება გარკვეული სახის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც სტუდენტებს აძლევთ შესაძლებლობებს ისწავლონ და მიიღონ შეფილდის გამოცდილება და ურთიერთობა დაამყარონ ერთმანეთთან. შეფილდის სასწავლო კვირა წარმოადგენს პროგრამის ერთ-ერთ ძირითად ატრიბუტს, რომლის დროსაც MBA მონაწილეები სწავლობენ, ქმნიან კავშირებსა და მონაწილეობენ კომპანიის ვიზიტებში (მაგ. იაგუარში, როლს როისში) და ამავდროულად ერთობიან.

MBA მონაწილეები საქართველოდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს წლევანდელ სასწავლო კვირაში, აღნიშნავენ შემდეგს:

შეფილდის უნივერსიტეტი იძლევა მუშაობისა და ოჯახთან ყოფნის საშუალებას თქვენსავე ქვეყანაში სრულიად საერთაშორისო, მაღალრეიტინგულ აღმასრულებელ MBA-პროგრამაზე დასწრების პარალელურად. შეფილდის სასწავლო კვირა ნამდვილად დიდი გამოცდილების მომცემია. უპირველეს ყოვლისა, მე მქონდა შესაძლებლობა სიამოვნება მიმეღო ჩემს კურსელებთან ურთიერთობით და გავცნობოდი სხვადასხვა ქვეყნებისა და კულტურის წარმომადგენლებს. ვიზიტი ლენდ როვერში ასევე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. შეფილდში სტუმრობა აძლიერებს განცდას უნივერსიტეტის ხარისხსა და სტატუზსე. რაც უფრო უღრმავდები პროგრამის შეწავლას, მით მეტი შესაძლებლობები გიჩნდება, რომლებიც აფართოვებენ თქვენს პერსპექტივებს, გძენენ მეტ თვითდაჯერებულობას და გივითარებენ უნარებს, სხვა კუთხით დაინახოთ საგნები.

მე შევხედე კომპანიის საქმიანობას ისტორიული კუთხით და არა მარტო ჩემი დეპარტამენტის ინტერესების გათვალისწინებით. მე ასევე მქონდა შესაძლებლობა გამემდიდრებინა ცოდნა ჩემი თანაკურსელების გამოცდილებიდანაც, რომლებიც სხვა სფეროში მუშაობდენ.

ხატია ბაბუხადია -იშბანკ საქართველო, ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

14 წლიანი პროფესიული გამოცდილების მიღებისა და კარიერული განვითარების საშუალო დონის მიღწევის შემდეგ, მივხვდი, რომ ამ ფუნქციებსა და ბიზნეს სფეროში შემდგომი პროფესიონალური განვითარებისთვის ნაკლები შესაძლებლობები მქონდა; მე მინდოდა მიმეღო ის აუცილებელი ცოდნა და უნარები, რომლებიც აუცილებელი იყო ახალი პასუხისმგებლობების ასაღებად, გამეუმჯობებინა ჩემი გლობალური პერსპექტივა, რაც საშუალებას მომცემდა კარიერული ცვლილებებისთვის. თბილისში შეფილდის აღმასრულებლის MBA პროგრამამ მუშაობის პარალელურად კარგი შესაძლებლობა მომცა ჩემი გეგმების განხორციელებისთვის. პროგრამა წარმოადგენს ცოდნისა და უნარების კარგ ნაზავს, რომელიც საჭიროა საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, ის ავითარებს ლიდერობის უნარებს და უზრუნველყოფს მეტ გლობალურ პერსპექტივას მსოფლიო ბიზნესში. ასევე სპეციალობები მოწინავეა და ორიენტირებულია ინდუსტრიაზე.

სტუდენტები იმ მულტიკულტურული და მულტიინდუსტრიული სფეროებიდან, რომლებსაც მე შევხვდი შეფილდის წლიური სასწავლო კვირის განმავლობაში, ასევე ძალიან დიდი სარგებლის მომტანია, რადგან თანაკურსელებთან ინტერაქციამ დიდი ცოდნა შემძინა. ასევე აღსანიშნავია იაგუარ-ლენდ როვერში ვიზიტი, სადაც საშუალება მქონდა გავცნობოდი წარმოებისა და მიწოდების მთელს ჯაჭვს, რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო.

ნინო თათარაშვილი - მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი. სადაზღვევო კომპანია იმედიელი.

თბილისში არსებული შეფილდის უნივერსიტეტის აღმასრულებელი MBA პროგრამა გთავაზობთ ბრიტანული განათლების მიღების შესაძლებლობას თქვენს ქალაქშივე. ის რასაც ვაფასებ ამ პროგრამაში, არის მოდულების მოწოდების ფორმა, გუნდი, რომელიც მზადაა ხელი შეგიწყოთ მძიმე სამუშაო გრაფიკისას. შეფილდში სასწავლო კვირისას მე შესაძლებლობა მქონდა დავმტკბარიყავი ქალაქით, უნივერსიტეტის მოცულობითა და კულტურით. უდიდესი სარგებელი კი უდავოდ სხვა MBA-მონაწილეებთან კომუნიკაცია და უნივერსიტეტში ვიზიტია. პროგრამა უზრუნველყოფს უამრავ სასწავლო შესაძლებლობებს, ის დამეხმარა შემეჯამებინა ჩემი ცოდნა სხვადასხვა ბიზნეს სფეროებში. სხვადასხვა ასპეკტთან მიმართებაში ჩამომიყალიბდა უფრო პროფესიული ხედვა.

გიორგი კიკნაძე - აღმასრულებელი დირექტორი, დასაქმების სააგენტო ეიჩარი

შეფილდის უნივერსიტეტის აღმასრულებელი MBA პროგრამა თბილისში

სითი კოლეჯის საერთაშორისო ფაკულტეტების მეშვეობით შეფილდის უნივერსიტეტი სთავაზობს უნიკალურ საერთაშორისო შესაძლებლობებს დღევანდელ აღმასრულებლებსა და ბიზნეს პროფესიონალებს თბილისში: შეფილდის უნივერსიტეტის MBA-ხარისხი. აღმასრულებელი MBA (EMBA) ეს არის ინოვაციური, სრულიად საერთაშორიო პროგრამა, რომელიც მორგებულია დღევანდელ მენეჯერებზე, რომელთაც სურთ საკუთარი უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესება პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის. მოქნილი პროგრამის გამო (ერთი შაბათ-კვირა თვეში) კურსში მონაწილეობის მისაღებად აღმასრულებლებს არ სჭირდებათ სამსახურში პოზიციების დათმობა ან კარიერის შეწყვეტა. მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა შეარჩიონ სასურველი კურსი შემდეგი ექვსი სპეციალობიდან:

· MBA ძირითად მენეჯმენტში

· MBA მარკეტინგში

· MBA ფინანსებში

· MBA ლოჯისტიკაში

· MBA ჯანდაცვის მენეჯმენტში

· MBA ადამიანური რესურსების მენეჯმენტში

აკრედიტირება და აღიარება

სითი კოლეჯის საერთაშორისო ფაკულტეტის შეფილდის უნივერსიტეტის აღმასრულებელი MBA პროგრამა აკრედიტირებულია საერთაშორისო MBAs (AMBA),AACSB და ჩარტერ მენეჯმენტ ინსტიტუტის (CMI)-ს მიერ.

ბიზნეს განათლება, ლიდერული უნარები, ნეთვორქინგი ნამდვილი საერთაშორისო საზოგადოების ფარგლებში და გლობალურად აღიარებული MBA ხარისხი: იპოვეთ ის შეფილდის უნივერსიტეტის აღმასრულებელი MBA-ს პროგრამებში თბილისში.

ხელმისაწვდომი სტიპენდიები

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გაეცნონ სტიპენდიების მიღების შესაძლებლობებს თბილისში შეფილდის საერთაშორისო ფაკულტეტის წარმომადგენლობის ოფისში.

მეტი ინფორმაცია:

აღმასრულებელი MBA პროგრამა თბილისში

ელ.ფოსტა: georgia@citycollege.sheffield.eu

ტელ: +995 577 221 166

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი