ავტორი:

„ბიბლუსში“ კონკრეტულ პროდუქციაზე – 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო

„ბიბლუსში“ კონკრეტულ პროდუქციაზე – 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო

შეთავაზება რამდენიმე სერიის რჩეულ წიგნებზე ვრცელდება. ამას გარდა სასკოლო და საკანცელარიო ნივთებზე. მათ შორის: ზურგჩანთებზე, პენლებზე, ფანქრებზე და რვეულებზე.

შეთავაზება 22 სექტემბერს დაიწყო და „ბიბლუსის“ მთელ ქსელში, თვის ბოლომდე გავრცელდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მდებარე ფილიალებში.

ის ადამიანები, რომლებიც რიგი მიზეზების გამო, წიგნების, სასკოლო და საკანცელარიო ნივთების შეძენას ფილიალებში ვერ ახერხებენ, პროდუქციას „ბიბლუსის“ვებგვერდზე www.biblusi.ge-ზე, სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად, მარტივად და კომფორტულად შეიძენენ.

"ბიბლუსის" ვებგვერდი ნებისმიერი ასაკის მომხმარებელზეა მორგებული. აქვს დახვეწილი დიზაინი და ნივთის გამოწერის მარტივი ფორმა.

www.biblusi.ge მაღაზიაში წარმოდგენილი ნივთების სრულ ასორტიმენტს მოიცავს. მათ შორის წიგნებს, სასკოლო და საკანცელარიო ნივთებს.

მომხმარებლებისთვის, პროდუქციის ვებგვერდზე შეძენის შემთხვევაში, სასურველი ნივთების ტრანსპორტირება სრულიად უფასო იქნება. საქართველოს ნებისმიერ წერტილში - როგორც თბილისში, ისე თბილისს გარეთ.

შეგახსენებთ, რომ წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს