ავტორი:

"არც მიფიქრია, რომ მეგობრის გვერდს ჰაკერი იყენებდა და ფულს მძალავდა" - რა მეთოდებს იყენებენ თაღლითები ინტერნეტში

"არც მიფიქრია, რომ მეგობრის გვერდს ჰაკერი იყენებდა და ფულს მძალავდა" - რა მეთოდებს იყენებენ თაღლითები ინტერნეტში

კომპიუტერული თაღლითობა საქართველოში სულ უფრო გავრცელებული დანაშაული ხდება "სასწრაფოდ მჭირდება 100 ლარი და შეგიძლია მასესხო? ჩემს იუზერს მოგწერ და გთხოვ, "აჭარაბეთის" ანგარიშზე ჩამირიცხე", - თუ მსგავს შეტყობინებას სოციალურ ქსელში მეგობრისგან მიიღებთ, გირჩევთ, ინფორმაცია მასთან გადაამოწმოთ. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გამოჩნდნენ კიბერთაღლითები, რომლებიც "ფეისბუკის" მომხმარებლების პირად გვერდზე შეღწევით მათ მეგობრებს მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიან. თაღლითური სქემა შეტყობინების ყველა ადრესატს ვერ აბრიყვებს, თუმცა 100-დან ერთიც რომ წამოეგოს კიბერთაღლითების ანკესს, ტოტალიზატორის ანგარიშზე არცთუ ურიგო თანხა გროვდება. ჩვენი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ასეთ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერ დაკავებული არავინ არის და შესაბამისად, არც თაღლითურად მითვისებული თანხა დაუბრუნებიათ დაზარალებულებისთვის.

როგორც "კვირის პალიტრას" ერთ-ერთი დაზარალებული უყვება, მესენჯერში შეტყობინება "ფეისბუკის" მეგობრისგან დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო. "მამაჩემის მეგობარი მწერდა, ტოტალიზატორის ანგარიშზე 100 ლარი ჩამირიცხეო. ცოტა კი გამიკვირდა, მისგან ამგვარი თხოვნა, მაგრამ ვერ შევბედე რამის კითხვა და უყოყმანოდ დავთანხმდი. არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა მის გვერდს ჰაკერი იყენებდა და ფულს მძალავდა. ერთადერთი, რამაც დამაფიქრა, მისი შემოთავაზება იყო, რომ ტოტალიზატორის ანგარიშის პაროლს მომცემდა, შემეძლო შევსულიყავი და თანხა გადამერიცხა. ასეთ შემთხვევაში ჩემი საბანკო ანგარიშის მითითება მომიწევდა, რაც ნიშნავდა, რომ ჰაკერი შემდეგ შეძლებდა თანხის ჩემი ანგარიშიდან მოხსნას. მივწერე, რომ საჭირო არ იყო, რადგან მეგობრებისთვის ხშირად ჩამირიცხავს თანხა ტოტალიზატორის ანგარიშზე მხოლოდ მათი იუზერნეიმის გამოყენებით და ასეც მოვიქეცი. 1 საათში კი ამ ადამიანის "ფეისბუკის" გვერდზე გაჩნდა შეტყობინება, რომ სოციალური ქსელის პირადი გვერდი გაუტეხეს და იმ შეტყობინებების ავტორი, რომელიც მისი სახელითY დაეგზავნა მეგობრებს, თავად არ იყო. როგორც აღმოჩნდა, კიბერთაღლითები მისი სახელის გამოყენებით დაახლოებით 1.000 ლარს დაეუფლნენ და ალბათ მეტის გამოძალვას შეძლებდნენ, რომ არა რამდენიმე ფრთხილი "ფრენდი", ვინც წერილის შინაარსმა დააფიქრა და გზავნილის ადრესატს გადაურეკა.

მამაჩემის მეგობარი პოლიციის განყოფილებაში მივიდა, გამოძიება დაიწყეს, მიაგნეს კიდეც ეჭვმიტანილს, რომელიც ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთშია და ირწმუნება, რომ ტოტალიზატორის აღნიშნული აქააუნთით უკვე დიდი ხანია აღარ სარგებლობს".

როგორც შევიტყვეთ, ტოტალიზატორის ანგარიშიდან ფულის "გათეთრების" რამდენიმე სქემა არსებობს. მაგალითად, რამდენიმე ადამიანი ერთმანეთში თანხმდება, ინტერნეტპოკერის მაგიდასთან სხდებიან და თაღლითურად დაუფლებულ ფულს რომელიმე მოთამაშე "იგებს". ამის შემდეგ უკანონოდ მოპოვებული ფული ერთი ანგარიშიდან მეორეზე ისე ინაცვლებს, რომ მისი მიკვლევა ხშირად შეუძლებელი ხდება.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიდან ირკვევა, დღეს კიბერდანაშაულის გავრცელებული შემთხვევებია: ინტერნეტთაღლითობა ან ქურდობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება. კიბერდამნაშავეები, ძირითადად, სპამის მეთოდებსა და სხვადასხვა მავნე პროგრამას იყენებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიდან ირკვევა, დღეს კიბერდანაშაულის საკმაოდ გავრცელებული შემთხვევებია: ინტერნეტ თაღლითობა ან ქურდობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება. კიბერდამნაშავეები ძირითადად იყენებენ სპამის მეთოდებს და სხვადასხვა მავნე პროგრამებს. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი