ავტორი:

"გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, მორფინს უკეთებდნენ..." - რა მდგომარეობაშია 2 წლის თუთა, რომლის დასახმარებლად მთელი ქვეყანა გაერთიანდა

"გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, მორფინს უკეთებდნენ..." - რა მდგომარეობაშია 2 წლის თუთა, რომლის დასახმარებლად მთელი ქვეყანა გაერთიანდა

რამდენიმე თვის წინ სრულიად საქართველო გაერთიანდა პატარა თუთა ცქიტიშვილის დასახმარებლად. წლინახევრის ლურჯთვალება გოგონას ისტორიამ მთელი ქვეყანა შეძრა და დახმარების სურვილით გააერთიანა. თუთას მწვავე ფორმის ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა და საზღვარგარეთ სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროებოდა. კეთილი ადამიანების დახმარებით, შეგროვდა თანხა მისი გერმანიაში გამგზავრებისა და მკურნალობისთვის.

თუთა უკვე 2 წლისაა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასაუბროდ AMBEBI.GE გოგონას დედას ანი ბერიშვილს დაუკავშირდა:

- თუთა ამჟამად კარგად არის, უბრალოდ სისხლის მაჩვენებლები აქვს დაბალი და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ველოდებით ოპერაციის დღეს, რომ ვენიდან კათეტერი ამოვუღოთ. ფიზიკურად კარგად გრძნობს თავს, ტკივილები შეუმცირდა.

- ოპერაცია, რის გამოც გერმანიაში წაიყვანეთ, ჯერ არ გაუკეთებიათ?

- ოპერაცია თუთას არ დასჭირვებია, გადანერგვას თუ გულისხმობთ. არტერიაში, გულის არეში ჩაუკერეს მილი ყელის არედან. ეს არის გადასხმისთვის ჩაკერებული კათეტერი ორგანიზმში. ჩამოვედით თუ არა, ჩაუმაგრეს, მაგრამ სამწუხაროდ, 4 თვის მერე გაწყდა და ისევ მოგვიწია ჩადგმა. ახლა რადგან არ საჭიროებს დიდი დოზის გადასხმებს, ბოლო პროცედურა იქნება კათეტერის ამოღება და შემდეგ საქართველოში გავაგრძელებთ დაცვითი ქიმიით მკურნალობას.

- ურთულესი სამკურნალო პროცედურების გავლა მოგიხდათ, როგორ გადაიტანა ეს ყოველივე ბავშვმა?

- ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი მისთვის. გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. ძლიერ გამაყუჩებლებს უკეთებდნენ, მათ შორის მორფინს. მიუხედავად პატარა ასაკისა, ყველაფერს აღიქვამდა. სწორედ ამ გართულებული პროცედურების გამო, ძირითადად სულ საავადმყოფოში ვიყავით. ექიმებს ძალიან დაუმეგობრდა. სახლი კლინიკასთან ახლოს გვაქვს ნაქირავები. როცა ბავშვი უკეთ გრძნობდა თავს, მხოლოდ მაშინ გავდიოდით გარეთ.

გერმანიაში ჩემთან ერთად დედაჩემიც იმყოფება. ჩემმა მეუღლემ მხოლოდ ორჯერ შეძლო ჩამოსვლა, სამსახურის გამო ვერ ახერხებს ჩვენს მონახულებას.

- რას ამბობენ ექიმები, როგორ აფასებენ თუთას ჯანმრთელობის მდგომარეობას?

- ამ დროისთვის ყველაფერი ნორმალურადაა. თუთამ ყველაფერი გადალახა და მომდევნო ორი წელი განსაკუთრებული გაფრთხილება გვჭირდება. უნდა გაიაროს ქიმიოთერაპიის ტაბლეტური მკურნალობა და ყოველ ორ კვირაში იყოს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდეს ანალიზები, რათა რეციდივის ალბათობა 90%-მდე შემცირდეს. ვირუსებისგან და გაციებისგან უნდა დავიცვათ თავი.

- ფინანსურად როგორ ახერხებთ მკურნალობის ხარჯების დაფარვას?

- გერმანიის კლინიკისთვის საჭირო თანხა როგორც კი შეგროვდა, მაშინვე შეწყდა ანგარიშზე ფულის ჩარიცხვა. აღარ გვჭირდება თანხის შეგროვება, ამიტომ სადაც კი იყო რეკვიზიტები განთავსებული, შეძლებისდაგვარად ავიღეთ.

ავტორი: რუსკა კილასონია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა

ჩხუბი მარტვილის ტაძარში - სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თუ ოპერაცია დროულად არ ჩატარდა, თომამ შეიძლება ვეღარ გაიაროს - 3 წლის ბიჭუნას დახმარება სჭირდება