ავტორი:

ყაზახეთში პედოფილებს ქიმიურ კასტრაციას გაუკეთებენ

ყაზახეთში პედოფილებს ქიმიურ კასტრაციას გაუკეთებენ

ყაზახეთი პედოფილების ქიმიურ კასტრაციას იწყებს. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, უკვე ცნობილია ადამიანის ვინაობა, რომელსაც სასჯელის ახალი ზომა შეეფარდება, თუმცა სამართალდამცველები სახელსა და გვარს მედიასთან არ ასახელებენ. მან ბავშვზე 2016 წლის აპრილში იძალადა.

პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა 2 ათასი ინექციისთვის 25 ათასზე მეტი დოლარი გამოჰყო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ლიაზატ აკტაევა ამბობს, რომ ამ დროისთვის სასამართლოს იძულებითი კასტრაციის მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული.

ქვეყანაში პედოფილია 20 წლამდე პატიმრობითაც ისჯება.

ქირურგიული კასტრაციისგან განსხვავებით, ქიმიური კასტრაცია ორგანოებს დაუზიანებელს ტოვებს და ფუნქცია, შესაძლოა, აღდგეს კიდეც. ინექციას დამნაშავეებს რეგიონულ ფსიქონევროლოგიურ კლინიკებში გაუკეთებენ.

2010-2014 წლებში ბავშვების გაუპატიურების შემთხვევები გაორმაგდა.