ავტორი:

"განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას" - ოქროს რჩევები სილამაზის შესახებ ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალისგან

"განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას" - ოქროს რჩევები სილამაზის შესახებ ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალისგან

მას ერთხმად აღიარებენ ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ და და ელეგანტურ ქალბატონად. წლების განმავლობაში მისი სახელი და გვარი არაერთი გამოკითხვის სათავეში აღმოჩენილა, როგორც ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალი.

კირა ანდრონიკაშვილს ულამაზესი ქალებით უხვად დაჯილდოებულ ქართულ კინოში თავისი განსაკუთრებული ადგილი უკავია. მაყურებელს დღემდე განსაკუთრებით უყვარს მის მიერ განსახიერებული როლები ფილმებში " მე ბებია ილიკო და ილარიონი", "მთვარის მოტაცება", "ერთი ცის ქვეშ", "მოლანდება" და მრავალი სხვა.

კირა ანდრონიკაშვილი დღესაც შესანიშნავად გამოიყურება, კვლავ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ახლახანს დაამთავრა გადაღებები რეჟისორ ბიძინა ჩხეიძის ფილმში "ბუდე", რომელსაც მაყურებელი მალე იხილავს. კირა ანდრონიკაშვილი Reitingi.ge-ს მკითხველს სილამაზისა და მომხიბვლელობის შენარჩუნებაზე ესაუბრება.

"რა თქმა უნდა ყველაფრის საწყისი გენეტიკაა, მნიშვნელობა აქვს თუ რა გადმოგეცა შენი წინაპრებისგან, არ მინდა იფიქროთ, რომ მე ჩემს წინაპრებს ან ოჯახის წევრებს ვაქებ, უბრალოდ ნამდვილად ხელს მიწყობდა გენეტიკა. იმის მიუხედავად, რომ მშობლები, მამიდები (კირა ანდრონიკაშვილის მამიდა - ნატო ვაჩნაძე. 20-30-იანი წლების ქართული კინოს მეგავარსკვლავი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი ქართულ კინოში) თუ სხვა ოჯახის წევრები სილამაზით გამოირჩეოდნენ, ამაზე არასდროს არ იყო საუბარი ოჯახში, არასოდეს მახსოვს განხილვები ამასთან დაკავშირებით, მეც არასდროს არ მქონია წარმოდგენა იმაზე რომ გამორჩეულად ლამაზი ვიყავი. თუმცა გენეტიკასთან ერთად აუცილებელია თავის მოვლა, რაც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს შესისხლხორცებული. განაგრძეთ კითხვა