ავტორი:

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

„ბლექ სი არენაზე“ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის შესახებ პორტალი ChessBase წერს. ჭადრაკის საერთაშორისო ოსტატი საგარ შაჰი აღნიშნავს, რომ ღონისძიება საქართველოსთვის იყო შანსი, ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რამდენად აფასებენ ჭადრაკს.

„ეს იყო ერთ-ერთი მასშტაბური გახსნის ცერემონია, რაც კი ჭადრაკის ისტორიაში გამართულა. ბროშურებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ ამ ყველაფრისთვის 1000-ზე მეტმა ადამიანმა იმუშავა. ღონისძიებას ჰყავდა აღმასრულებელი პროდიუსერები, მუსიკალური პროდიუსერი, არტ-პროდიუსერი და ა.შ, როგორც ფილმებისთვის არის. ღონისძიება თითქმი 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა და ფოიერვერკით და ქართული ცეკვებით დასრულდა,“ - წერს საგარ შაჰი.

მისივე ინფორმაციით, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ნინო ქათამაძე, ლადო ათანელი, ლიზა ბაგრატიონი, გიორგი უშიკიშვილი, გიორგი ცაგარელი, ნიკა კოჩაროვი და Young Georgian Lolitaz, ანსამბლი „ლაშარი“, ბათუმის კაპელა, სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და სუხიშვილების ეროვნული ბალეტი. გახსნის ცერემონიის ბროშურისთვის კი ტექსტი ქართველმა მწერალმა, აკა მორჩილაძემ დაწერა.

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამართვის უფლება საქართველომ 2014 წელს ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში მოიპოვა. ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელსაც რეკორდული რაოდენობის სტუმრები 180 ქვეყნიდან სტუმრობენ, ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე იმართება.

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო

პირველად ფიფას გენერალურ მდივნად ქალი დაინიშნა