ავტორი:

4 ნიშანი, რომელიც არასდროს მოკვდება სიღარიბეში

4 ნიშანი, რომელიც არასდროს მოკვდება სიღარიბეში

შესაძლოა, ყველა ადამიანს ჰავაის კუნძულებზე დიდებული პენტჰაუსის ყიდვა არ სურდეს, მაგრამ ფინანსური სტაბილურობისკენ ნამდვილად ყველა მიილტვის."თუ ღარიბად დაიბადები შენი ბრალი არ არის, მაგრამ თუ ღარიბი მოკვდები, ეს უკვე შენი ბრალია" - ეს სიტყვები Apple-ის თანადამფუძნებელს, სტივ ჯობს ეკუთვნის. მართალია, შრომა მნიშვნელოვანია, მაგრამ, შესაძლოა, გამდიდრებისას ბედისწერამ (როგორც ხშირად ეძახიან, ფორტუნამ) გადამწყვეტი როლი ითამაშოს. გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც სიღარიბეში არასდროს დაიხოცებიან:

1. ქალწული

სხვა ნიშნებთან შედარებით, ქალწული ყველაზე რაციონალურია და კრიტიკულ სიტუაციებშიც კი ცივი გონებით მოქმედებს. მას აქვს დისციპლინა, ახასიათებს გეგმიურობა და არასდროს უხვევს გზიდან. იგი მიდრეკილია სტაბილურობისკენ, ამიტომ როგორც კი ფულის შოვნას იწყებს, ინახავს ან გონივრულად აბანდებს მას. გამდიდრებაში ქალწულს თავისი პერფექციონიზმიც ეხმარება. ბოლოს და ბოლოს, ის უიშვიათესი გამონაკლისია, რომელიც არასდროს დაიწუწუნებს ბევრი სამუშაო მაქვსო, უბრალოდ, თავს ჩახრის და საქმეს შეუდგება.

2. მორიელი

ქარიზმატული მორიელების შეჩერება შეუძლებელია! ისინი ყოველთვის იღებენ სასურველ შედეგს. ეს ნიშანი ადვილად მდიდრდება, მაგრამ რისკის სიყვარულის გამო, ხშირად სწრაფადვე კარგავს ქონებას, თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ყოველთვის იბრუნებს უწინდელ მდგომარეობას ან უკეთეს რეალობას იქმნის. მორიელები ადამიანებს ან ნუსხავენ, ან აშინებენ - ასე ახერხებენ მათ მართვას. მორიელს ბრწყინვალე ალღო აქვს, რომელსაც აქტიურად იყენებს საქმეში. ყოველივე ზემოხსენებულის გარდა, მორიელებს ახასიათებთ ცნობისმოყვარეობა, რაც ხშირად უბიძგებთ ინფორმაციის შეგროვებისა და ექსპერიმენტებისკენ. 21-ე საუკუნეში კი არაფერი გამდიდრებს ისე, როგორც საჭირო ინფორმაციის ფლობა და მისი სწორად გამოყენება... განაგრძეთ კითხვა

ამბავი სახიფათო "სიცოცხლის გზაზე", რომელიც გაყინულ ტბაზე გადიოდა - ლენინგრადის ბლოკადის დროს ის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო

"ლექსო ლაშქარავასთვის" - ირანელმა მხატვარმა გარდაცვლილ ოპერატორს ნამუშევარი მიუძღვნა

უჩვეულო იუმორით ნაშოვნი მილიონები - ვინ არის ახალგაზრდა, რომლის ვიდეოებიც ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება