ავტორი:

"კაბების ომი" - ქართველი მილიარდერის რძალი ანუკი არეშიძის კაბაში

"კაბების ომი" - ქართველი მილიარდერის რძალი ანუკი არეშიძის კაბაში

მსოფლიოში ცნობილ ვარსკვლავებს ერთნაირ კაბებში ხშირად ნახავთ. ეს ტრენდი კი კარგი საშუალებაა, მაყურებელმა თუ მკითხველმა თავად გადაწყვიტოს, რომელ ვარსკვლავს უფრო უხდება ერთი კონკრეტული კაბა.

ჩვენი ყურადღება ამჯერად ახალბედა ტელეწამყვანის ნინუცა ბიბილეიშვილი-ორჯონიკიძის ჩაცმულობამ მიიპყრო. ის ტელევიზიაში ახალი სახეა და ცოტა ხნის წინ გამოჩნდა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემაში.

ნინუცა ქართული წარმოშობის მილიარდერის, მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერის სოსო ორჯონიკიძის რძალია. ორჯონიკიძე ქართულ მედიაში ფაქტობრივად არ ჩნდება, მისი ბიზნესებიდან საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და პრესტიჟული კომპლექსის, King David-ის შესახებაა ცნობილი.

ნინუცა ორჯონიკიძემ სოციალურ ქსელში უმშვენიერესი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მას ზუსტად ისეთი კაბა აცვია, რომელიც ანუკი არეშიძეს 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში ჰქონდა წარმოდგენილი.

ანუკის ზემოთნახსენები კოლექციის ჩვენება მილანში 2017 წლის შემოდგომაზე შედგა. ეს ქართველი დიზაინერის მეორე ჩვენება იყო მილანის მოდის კვირეულზე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნახეთ მეტი ფოტო - თქვენი აზრით, რომელს უფრო უხდება?

სევილიის ცნობილი ფლამენკოს ფესტივალი Covid-სტილში - ემოციური ფოტოები ესპანეთიდან

"შვილი გავაჩინე თუ არა, ქვეყანა დაიქცა..." - ეკა მჟავანაძე ოჯახზე, შვილებთან ურთიერთობასა და პროფესიულ საქმიანობაზე

ლეგენდარული მსახიობი, პირველი "ჯეიმს ბონდი", შონ კონერი გარდაიცვალა