ავტორი:

"ზაზა ოქუაშვილს მართლაც შევხვდი ერთხელ..." - ბიძინა ივანიშვილი

"ზაზა ოქუაშვილს მართლაც შევხვდი ერთხელ..." - ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინტერესდება, თუ რატომ არ აქვს „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ის ჩანაწერი, რომელიც მისი და ივანიშვილის შეხვედრას ასახავს და რომელზეც ოქუაშვილის თქმით, ივანიშვილი 4 მილიონს სთხოვდა. ამასთან, ივანიშვილმა ოქუაშვილის განცხადებებს ღიმილისმომგვრელი უწოდა, თავად ოქუაშვილს კი - „ჩანაწერების ოსტატი“.

„მედიასა და ბიზნესზე ზეწოლაზე განცხადებები ღიმილს იწვევს. მე მას მართლაც შევხვდი ერთხელ და დავეხმარეთ ჩვენ ისევე, როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს. ეს ვალდებულება, როდესაც გამაჩნია, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემთან, პრემიერთან ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ბიზნესს.

სხვა დანარჩენი გასაგებია, რომ მხოლოდ ღიმილისმომგვრელია. ეს კაცი ჩანაწერების ოსტატი ყოფილა, ყველას და ყველაფერს იწერდა, თუმცა რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს. თუ ვინმე შეგეკითხებათ გუშინდელ გადაცემაზე, უპასუხეთ, რომ სადაა ჩანაწერები? გამოიტანოს ეს ჩანაწერები და გვაჩვენოს ამ შეხვედრის შესახებ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ბიძინა ივანიშვილი ოქუაშვილზე - "მართლაც შევხვდი ერთხელ... ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი და რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს"

"შარშან, ხელისუფლების მიერ დაშვებულ სამწუხარო შეცდომას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა" - "ქართული ოცნების" განცხადება 20 ივნისის მოვლენებზე

LIVE: "360 გრადუსი" - ალეკო ელისაშვილი, რომან გოცირიძე, თორნიკე შარაშენიძე, დიმიტრი ხუნდაძე

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"