ტერორისტული ორგანიზაცია "ალ ქაედას" იემენურმა დაჯგუფებამ პირველი პროპაგანდისტული ინტერნეტ-ჟურნალი ინგლისურ ენაზე გამოსცა. ჟურნალი, რომლის სახელწოდებაა Inspire, ინტერნეტში უკვე გამოჩნდა.
ორგანიზაცია Site Intelligence Group-ის ექსპერტებმა, რომლებიც დაკავებულნი არიან ისლამური საიტების მონიტორინგით, განაცხადეს, რომ ჟურნალი 67-გვერდიანია, თუმცა მხოლოდ პირველი სამი გვერდი იკითხება. მათი თქმით, დანარჩენ გვერდებზე შესვლისას დაზიანების კოდი ჩანს.
ჟურნალის პირველ გვერდზე დაანონსებულია სტატია - "გააკეთე ბომბი სამზარეულოში". ავტორები ირწმუნებიან, რომ ეს მოკლე და ხელმისაწვდომი სახელმძღვანელოა, თუ როგორ შეიძლება სამზარეულოში მოძიებული ინგრედიენტებით ბომბის დამზადება.
როგორც ჩანს, Inspire სულ მალე თავის ფურცლებს ტერორისტ-თვითმკველთა ფოტოებსაც დაუთმობს.
გამოცემის მიზანი რადიკალური ისლამისტური იდეების დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გავრცელებაა. მისი მუდმივი ავტორი იქნება ექსტრემისტთა სულიერი ლიდერი ანვარ ალ-ავლაკი, რომელიც აშშ-ში დაიბადა, თუმცა ახლა იემენში ცხოვრობს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.