ავტორი:

ქართული ღვინო და გაცოცხლებული ძველი თბილისი - რა გელით დღეს შარდენზე?

ქართული ღვინო და გაცოცხლებული ძველი თბილისი - რა გელით დღეს შარდენზე?

მოძრაობის თეატრის მსახიობები, მიმები, ოჩოფეხები, დრამერები, ცეცხლოვანი შოუ, ქართული ფოლკლორი და რაც მთავარია, ქართული ღვინო - ეს „ქართული ღვინის ფესტივალი 2018-ის“ მცირე ნაწილია, რომელიც სტუმრებს 13 ოქტომბერს სიონის ქუჩაზე ელოდება.

ღონისძიების სამზადისი საკმაოდ მასშტაბურია. მონაწილეები ყოველდღიურად მუშაობენ და ქმნიან ახალ პროგრამებს, პერფომანსებს, გმირებს, რომლებსაც „ქართული ღვინის ფესტივალზე“ წარადგენენ.

ღონისძიება შაბათს, 13 ოქტომბერს შარდენზე 12:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ქართული ღვინის, ყველის, ჩირის, ასევე ქართული აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა.

მთელი დღის განმავლობაში, სცენაზე ფოლკლორული ანსამბლები გამოვლენ, სტუმრები იხილავენ მიმების და დრამების შოუს, საღამოს კი ცეცხლის შოუ და გრანდიოზული ფოიერვერკი ელის მაყურებელს.

შორენა ზუბიაშვილი, მსახიობი და Art Shock Company-ს დამფუძნებელი:

"სტუმრებს განსაკუთრებულ შოუს ვპირდებით, რადგან გმირები და პერფომანსი სპეციალურად ამ დღისთვის კეთდება. ხალხში იმოძრავებენ მიმები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან არა ტრადიციული თეთრი გრიმით, არამედ სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი გრიმითა და კოსტიუმებით. სტუმრების გამხიარულებაზე იზრუნებენ ოჩოფეხები, იქნება გოგოსა და ბიჭის ცოცხალი ქანდაკებები, რომლებიც ყურძნის, ვაზისა და ბახუსის საინტერესო სინთეზს წარმოადგენენ.

ფესტივალს დაასრულებს განსაკუთრებული ცეცხლოვანი შოუ. მოკლედ, სტუმრებს არაჩვეულებრივ, განსხვავებულ და ორიგინალურ სანახაობას ვპირდებით, გასული წლისგან განსხვავებით უამრავ სიახლეს შევთავაზებთ“.

იოსებ ბაკურაძე, მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი:

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018-ის“ პარტნიორები ვართ, რაც ჩვენთვის მეტად საპატიოა. 13 ოქტომბერს ჩვენი 10 მსახიობი იქნება წარმოდგენილი ღონისძიებაზე. ისინი სხვადასხვა ტრადიციულ სამოსში იქნებიან გამოწყობილები და ხალხში ისეირნებენ, ეს კი ფესტივალზე სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის. ვეცდებით, ძველი თბილისი გავაცოცხლოთ“.

წელს „ქართული ღვინის ფესტივალი“ უკვე მეორედ იმართება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნებისა და საინტერესო პერფომანსის ნახვის პარალელურად, მრავალფეროვანი ქართული პროდუქციის დათვალიერებისა და შეძენის შესაძლებლობა ექნება."ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ სტუმრებს ქართულ ტრადიციულ პურსაც შესთავაზებს, ასევე წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული ყველის კომპანიები.

როგორც შარშან, ასევე წელს ორგანიზატორები ძალიან ბევრ ტურისტს ელოდებიან.

"ვფიქრობთ, რომ შარშანდელმა ფესტივალმა ყველა კმაყოფილი დატოვა, როგორც ღვინის კომპანიები, ასევე სტუმრები. წელს პროგრამა კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა კი აუცილებლად მოგვწერონ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე: ქართული ღვინის ფესტივალი • Georgian Wine Festival" - განმარტავს ფესტივალის პროექტის მენეჯერი ანანო თავხელიძე.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის